logo.png

Hieromonk Andria

 

"“მოსაყდრეს” ევალება განცხადება გააკეთოს საჯაროდ იმ საკითხებზე, რაზეც საუბრობს სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი. ეკლესია ირჩევს გზას: მე როცა მინდა ვისაუბრებ, მე როცა მინდა პასუხს გაგებინებთ, მე როცა მინდა დავაჭერინებ თქვენ თავს, მე როცა მინდა ეკლესიიდან გაგაგდებთ, მე როცა მინდა ღმერთს გამოვიყენებ და მისი სახელით გაგაშავებთ, მე როცა მინდა მოვიპარავ, ვიყაჩაღებ, ვიმამაძაღლებ, სიცრუეს ვიტყვი და პასუხს ვერ მომთხოვთ. საპატრიარქო ეკლესიაში მოქმედებს დევიზით: “ მე როცა მინდა” და მართლაც ყველაფერი ისე ხდება. ამათ ხომ დაივიწყეს ღმერთს რა უნდა ან მას როცა უნდა… ღმერთი ამათ ჭკუაზე “დადის”, სხვა ღმერთი კი რეალურად არ არსებობს, გარდა “ მე როცა მინდა”… პატრიარქი არის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი; ხუმრობით მაინც ეხსენებინა სადმე, რომ ბიჭვინთაში მსახურობდა და სტკივა იქ რაც ხდება. არა, არ აინტერესებთ სამწუხაროდ…ყველაფერი მაინც ხო ისე ხდება: “მე როცა მინდა”…"

წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

ნანახია: (552)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას