"ვეთანხმები აწ უკვე არაერთგზის გამოთქმულ აზრს, რომ თუკი სადმე სადამსჯელო ღონისძიებანი უნდა გატარდეს საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ნორმებისა და ზნეობრივი პრინციპების მიხედვით, ეს უმთავრესად საპატრიარქოს სივრცეა;
პირადად ჩემთვის (და არა მხოლოდ ჩემთვის!) ილია II არის მთავარი ჰედონისტი, ბიოლოგიურ სიბრტყეზე განხორციელებული ჰომოსექსუალი და პედოფილური ლობის მფარველი საქართველოს ეკლესიაში და ამას ყოველთვის მოურიდებლად ვიტყვი, ფაქტების სიუხვიდან გამომდინარე;
საქართველოს ეკლესიის სინოდიდან, უკლებლივ ყველა მღვდელმთავარი არის მინიმუმ კონფორმისტი, ეგოისტი, ნეიტრალურად ათეისტი, ცოდვის მიმართ ლოიალური, ანგარებიანი და საეკლესიო სწავლებისადმი მკრეხელური;
ეპისკოპოსების უმეტესობა არის ხორციელ დაცემაში: მრუშობა, მამათმავლობა, უკანონო ქორწინება, ნარკომანია, მემთვრალეობა და ა.შ.
ვერცერთი ეპისკოპოსი ვერ გადაურჩება მინიმუმ მორალურ მსჯავრს უბრალოდ იმის გამო, რომ ის “პროდასავლურია”, “ანტიქოცია”, “ანტირუსული” თუ სხვ. ეს ვერ იქნება უზნეოსათვის ალიბი!
ვერავითარი პოლიტკორექტულობა, ტოლერანტობა, ჰუმანიზმი, ლიბერალიზმი, რელატივიზმი და პოსტმოდერნიზმი ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს ეკლესიის ფუნდამენტურ გაგებას ზნეობრივი ცნებებისა თუ მცნებების შესახებ!
ეკლესიის ონტოლოგიური და უმთავრესი მახასიათებელია - გამოჩინება ცოდვისა და მისი მკურნალობა - პიროვნული სრულყოფის გზაზე!
ეკლესია არ ეწინააღმდეგება მხოლოდ კრიმინალიზებულ ცოდვებს, არამედ მისთვის ყოველი ცოდვა, თუნდაც ის ცივილიზაციურად და კულტუროლოგიურად ნორმად მიიჩნეოდეს - მიუღებელია!
ეკლესია ჭეშმარიტების კრიტერიუმებზე მსჯელობისას ვერასდროს დაეყრდნობა კონვენციონალიზმის, მახიზმის ან პრაგმატიზმის პრინციპებს, რადგან მისი თავი სახელდობრ აბსოლუტური ჭეშმარიტება, ცოცხალი ღმერთი, მარადიული მღვდელმთავარი - იესო ქრისტეა, რომელიც განუსაზღვრელია დროსა და სივრცეში;
ეპისკოპოსის ღირსება ფასდება მართლმკვეთელობის, თავგანწირვის, უბიწოებისა და პატიოსნების ხარისხით, და არა კაბინეტური პოზითა თუ ფინანსური შესაძლებლობებით. რამეთუ ქრისტე ჩვენგან (მათგან!) ითხოვს უმთავრესად სათნო საქმეებს, ანუ მოწოდებაში ღირსებას, ასკეზასა თუ მჭვრეტელობით ღვაწლს და არა რეგალიებს, სტატუსებსა და გავლენებს;
P.S. ჩემს თავს ბავშვობიდან მიზნად დავუსახე და ხასიათიც ასეთი მაქვს - ყველასადმი ობიექტურობა და მინიმუმ უღირსების (ვინც არ უნდა იყოს ის!) არდაცვა! ამდენად, ხაზგასმით და პირდაპირ ვამბობ: არათუ ამ ფორმაციის აპოსტასიურ სინოდში, არამედ პატრიარქ ქრისტეფორე III -ის პერიოდიდან (1927-1932 წწ.) - ვიდრე აქამომდე (2022 - ) საქართველოს წითელ და სუკისეულ ეკლესიას არ ჰყოლია სახარებისეული სულისკვეთების, ღირსეული ეპისკოპატი. ერთადერთ გამონაკლისად მივიჩნევ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა), რომელმაც თავისი ღირსებით ეპოქალური აისბერგი დაამსხვრია! სხვა დანარჩენი მეუფენი კი, მომიტევეთ და ლუციფერის ექსკრემენტებია ორზღვასშუა მდელოზე და მეტი არაფერი!"
წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
ნანახია: (811)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას