"რადგან და საქართველო
რადგან სტრაბონის მიხედვით ოთხი გზა იყრიდა თავს იბერიის დედაქალაქ მცხეთაში… რადგან რომაელებმა ამ ქალაქის ხელში ჩაგდება სცადეს… რადგან ივანე ჯავახიშვილის მიხედვით კოლხებს მდინარე რიონი სანაოსნო ვაჭრობისთვის ჭირდებოდათ და ამიტომაც აშენებდნენ ხიდებს და წმენდნენ მდინარის არხებს… რადგან სულხან-საბა ვერსალს სთავაზობდა სპარსული აბრეშუმი ფრანგებს გაეტანათ საქართველოს გავლით, სატრანზიტო გზის 3/4-ით შემცირების მიზნით, ხოლო უკანა გზაზე გაეყიდათ ფრანგებს საკუთარი მაუდის ნაწარმი… რადგან გრიბოედოვის დროს ირანიდან საქართველოსკენ ამოძრავებული სატრანზიტო გზა სწრაფად ჩაკეტა რუსეთმა, ვინაიდან საქართველოში ვაჭრობა და მრეწველობა ვითარდებოდა… რადგან შაჰ-აბასმა ბრძოლა გამოუცხადა საქართველოს, ვინაიდან მის ქარავნებს უწევდათ ბევრი სამთავროს (ბევრი საბაჟოს) გავლა და დაიპყრო იგი და დასვა ერთი გამგებელი (ერთი მებაჟე)… რადგან ჟიულ-ვერნმა აბრეშუმის გზის კვლევისას თავისი მოგზაურობით დაადგინა ორი რუკა - ერთი იზმირიდან თბილისამდე და მეორე თბილისიდან კაშგარამდე და ა. შ. რადგან…
და რადგან… დღეს - ღვინის საერთაშორისო ვაჭრობა მსოფლიო ბაზრებზე ბლოკჩეინებით უფრო მზარდია და რეალური მსხვილი სავაჭრო გარიგებები სასაქონლო ბირჟებზე ხორციელდება, ხოლო წამყვანი საფონდო ბირჟა სულ ოთხია კონტინენტზე - ლონდონი, ციურიხი, ტოკიო და ჰონგ-კონგი. ხოლო სავაჭრო რეესტრები ციფრულ ტექნოლოგიებზე დგას და ჩინეთი ბობოქრობს, ანუ საერთაშორისო ვაჭრობის სიმძიმის ცენტრი პეკინისკენ იხრება, რასაც ვაშინგტონი და ლონდონი არ შეეგუებიან... ამ დროს, ზემოთ ნახსენები ბევრი “რადგან” არის გამოსავალი კონტინენტისთვის.
და რადგან საქართველო ყველაზე მისაღები ქვეყანაა ისტორიულად და გეოგრაფიულად ჩინეთისთვისაც და დასავლეთისთვისაც, ანუ როგორც ნეიტრალური და ამავე დროს ყველასთვის სანდო ქვეყანა, ამიტომ ყველა სავაჭრო გარიგების ციფრული რეესტრის ბაზა საქართველოში უნდა განთავსდეს, თავისი DATA ცენტრებით. ყველა გარიგება საქართველომ უნდა გაფილტროს.
ახლა რას ნიშნავს ეს გაფილტვრა, ესეც ავხსნათ:
ბანკებს ეკონომიკისთვის აკისრიათ ის ფუნქცია, რაც გულს ადამიანის ორგანიზმისთვის. გული სისხლს აწვდის მთელ ორგანიზმს, ბანკი ფულს აწვდის ეკონომიკას. მაგრამ როგორც ღვიძლის გარეშე ადამიანის სისხლი ჯანმრთელი ვერ იქნება, ანუ თუ არ გაიფილტრა იგი, ისე ჯანმრთელი კაპიტალი საფონდო ბირჟის გარეშე ვერ იმოძრავებს. ეკონომიკაში ფილტრის ანუ ღვიძლის ფუნქციას საფონდო ბირჟა ასრულებს. ასეთი კი ტვირთების წარმომქმნელი რეგიონიდან, ანუ აზიიდან ევროპის საზღვრამდე არ არსებობს. ამას ინდოეთის გაჩაღებული წარმოება-ვაჭრობაც ემატება. ლონდონის და ციურიხის საფონდო ბირჟები კი თავად ევროპის წარმოება-ვაჭრობის ქოლგაა. მოკლედ ევროპასა და აზიას შორის არის შვეიცარიის საბანკო ინდუსტრია (გულის ფუნქციით), ხოლო საფონდო ბირჟის (ფილტრის) ფუნქცია ჩინეთიდან ევროპამდე ჯერ ვერავინ მოირგო, ვერც ვერავინ მოირგებს. ის მხოლოდ საქართველოს გრაალია.
ეს იციან სწორედ კაპიტოლიუმსა და უესტმინსტერში."
წერს ზურაბ მაღრაძე.
ნანახია: (651)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას