საპარტნიორო მემორანდუმის ფარგლებში 23 მაისს არაიურიდიული პირის სტატუსით დაფუძნდა აბრეშუმის გზის ასოციაცია.
პარტნიორობის მიზანია შეიქმნას სამოქალაქო საზოგადოებათა საერთო პლატფორმა კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების დერეფნის ქვეყნებში და გაძლიერდეს საქმიანი კომუნიკაცია ცენტრალურ და მცირე აზიაში, სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.
ასოციაციის დამფუძნებელი პარტნიორები არიან:
“ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტის“ დირექტორი თეიმურაზ ზაქრაძე;
ასოციაცია “ჯუნიორ ეჩივმენტ – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გეგეშიძე;
სტამბოლის ქართული კულტურის სახლის თავმჯდომარე ერდალ ქუჩუქი;
ტელეკომპანია “მეცხრე არხი ახალციხის“ დირექტორი მაია იველაშვილი;
პოლონეთიდან ლოძის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი პოლიტიკის მენეჯმენტის და უსაფრთხოების საკითხებში – რუსლან შავაძე;
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი – ზურაბ მაღრაძე.
როგორც “აბრეშუმის გზის ასოციაციაში” განმარტავენ, პარტნიორობის შექმნის ფუნდამენტური მიზეზი აღმოსავლეთ პარტნიორობის და აბრეშუმის გზის აღდგენის გარდაუვალი გამოწვევაა. ასოციაციის ამოცანებია ახალი წესრიგის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, საინფორმაციო და საგანმამანთლებლო პროექტებში მონაწილეობა, თანამშრომლობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ასოციაციის ცნობით, მემორანდუმის პლატფორმას პარტნიორის სტატუსით შეუძლიათ შეუერთდნენ დაინტერესებული ადამიანები და კომპანიები.
ნანახია: (655)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას