logo.png

Zurab Maghradze

“აქ მოდის საქონელი ტრაპეზუნტისა, იბერიისა, აფხაზეთისა, არმენიისა და სირიის ყველა ქვეყნიდან და ამ საქონლიდან უამრავი ბაჟი შემოდის. არტანუჯის მიწა-წყალი – ესე იგი არზენი, დიდია და ნაყოფიერი და წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთისა და მესხთა ქვეყნის გასაღებს” (გეორგიკა 2, ნაკვეთი II, გვ. 278-279).

ცხადია, არა ქალაქი არტანუჯი, არამედ ის საერთაშორისო გზა, რომელზეც ეს ციხე-ქალაქი მდებარეობდა, აერთებდა ჭოროხის აუზის მეშვეობით ზღვისპირა ქვეყნებს, იბერიის ქალაქ არტაჰანთან. არტაან-ართვინის გზა ძველთაგანვე აერთებდა სომხეთსა და იბერიას შავიზღვისპირეთთან მდ. ჭოროხის მეშვეობით. მაგალითად სომხეთიდან (დვინიდან) შემოსული საქონელი, რომელიც ზღვის პორტთან უნდა მისულიყო, ართვინ-არდაგნის გზით გადაივლიდა კანდრიდის უღელტეხილს არსიანის ქედზე და გადავიდოდა ჭოროხის ხეობაში, შევიდოდა ქ. არტანუჯში, აქედან ამავე გზით შევიდოდა ქ. ართვინში, ართვინიდან სახმელეთო ან სამდინარო გზით შევიდოდა ქ. პეტრაში ანდა შავიზღვისპირეთის ნავსადგურში. ეს გზა იყო ძველთაგანვე არსებული. X ს. ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობით, X ს-ში ამ გზას მაინც საერთაშორისო მნიშვნელობა ჰქონდა. ის რომ არ ყოფილიყო ძველთაგანვე არსებული საერთაშორისო მნიშვნელობის მოსახერხებელი გზა – X ს-ში არ აღდგებოდა.

არტანუჯში ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუგია ციხე, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო.

არტანუჯი მდებარეობდა მნიშვნელოვან სავაჭრო გზათა შესაყარზე. მასზე გადიოდა ტრასა, რომელიც თბილისს ბიზანტიის ქალაქებთან აკავშირებდა. არტანუჯში შედიოდა ტრაპეზუნტის, იბერიის, აფხაზეთის, არმენიისა და სირიის საქონელი. არტანუჯის ქვეყანას, მისივე თქმით, “არზენი” ერქვა, ეტიმოლოგიურად არზენი იგივე ალზ-ენა ანუ “ალზ”-ის ქვეყანაა. “ალზ” იგივე “ლაზ”-ია, ლაზივი – ლაზიკაა.

სწორედ არტანუჯის ციხეზე დაიბადა პირველად სიტყვა საქართველო!"

წერს ზურაბ მაღრაძე.

ნანახია: (699)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას