"კი დავწერ და ვამბობთ აქა-იქ ვიღაცები, მაგრამ ერთმანეთს ველაპარაკებით, მგონია. მასსა, რომელსაც, ვითომ, მივმართავთ, სხვა ბანაკშია და მტრებად მიგვიჩნევს. შავოსნების ტყვეობაშია ეს ხალხი.
იმას ვამბობდი, რომ ახლა თუ ლევან ბერძენიშვილის აკრძალვას ითხოვენ და ამისათვის საერთო-სახალხო აღშფოთებას არ იღებენ პასუხად, ხვალ წიგნები აიკრძალება, ზეგ ინტერნეტი, მერე აუტოდაფეებს მოაწყობენ, მერე კი - დახვრეტებს.
ერთადერთი გამოსავალი ვიცი - ეკლესიაში უნდა მოხდეს დიდი ცვლილებები. მათ ხელშია ამ ადამიანების სულები, ბოროტებასა და სიბნელეს რომ უკრავენ ტაშს დღენიადაგ.
როგორ უნდა მოხდეს - არ ვიცი სამწუხაროდ.
ერეკლე არ იყო მოღალატე. ცოტა სასაცილოცაა ამის მტკიცება. მაგრამ ჩვენთვის ძვირფასი უნდა იყოს მოაზროვნე ადამიანის თითოეული სიტყვის დაცვა, რადგან სიმართლის მარცვალი ყველგან შეიძლება იყოს, ან უბრალოდ მესიჯს წარმოადგენდეს. და, რადგან თავისუფლებაზე დიდს ვერაფერს დავიცავთ!"
წერს ანდრო ბარნოვი.
ნანახია: (653)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას