"შესანიშნავი ამბავი უკრაინიდან:
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულმა ეკლესიამ (რომლის მეთაური მიტროპოლიტი ონუფრია და მათ ამის გამო მოკლედ ვუწოდებ ონუფრიანელებს) დღეს გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა მოსკოვის საპატრიარქოსაგან, თუმცა სიტყვა ავტოკეფალიის გამოყენებას ვერ ბედავენ და არიან კანონიკურ გაურკვევლობაში.
განაჩინეს მირონის კიევში მოხარშვა, რაც მხოლოდ პატრიარქის ან ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურის პრივილეგია შეიძლება იყოს. გააუქმეს მოსკოვის პატრიარქის მოხსენიება მთელი ეკლესიის მასშტაბით, ხოლო მეთაური ონუფრი ამიერიდან წირვა-ლოცვისას მოიხსენიებს ყველა ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურს (რუსული დიპტიხის მიხედვით, მათ შორის მოსკოვის პატრიარქს). რაც ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურის მახასიათებელია. ამ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს და ანულირებას გაუკეთებს კირილე გუნდიაევი, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან კირილე და მოსკოვის საპატრიარქო სრულად კარგავს იურისდიქციას და საეკლესიო გავლენას უკრაინაზე და მისი ეპარქიები უკრაინაში სქიზმაში გადიან. დაანონსეს დიასპორული ეპარქიების შექმნა უცხოეთში.
ონუფრიანელები ჯერჯერობით კვლავ უარს აცხადებენ უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასთან შეერთებაზე, რადგან რუსული კლიშეს ინერციით სადავოდ ხდიან მათი ხელდასხმების კანონიკურობას. ერთი სიტყვით დღეიდან ონუფრიანელები ნამდვილი სექტის მდგომარეობაში არიან, თავის პატრიარქსაც (კირილე) განუდგენ, უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასაც არ უერთდებიან და მსოფლიო პატრიარქის განჩინებას და ტომოსსაც არ აღიარებენ. ეს უკვე სრული იზოლაციაა. ვვარაუდობ, რომ ხვალ კირილე ონუფრიანელებს სქიზმატებად გამოაცხადებს. თავზე ჩამოემხო რუსული ეკლესიის "ერთიანობა" და კიევი-უკრაინა საბოლოოდ დაკარგა მოსკოვის საპატრიარქომ, რითაც პრაქტიკულად განახევრდა რუსული ეკლესია რიცხოვნებით და სიდიდით.
ონუფრი, რომელიც სამი წლის წინ ავტოკეფალიას დასცინოდა და მასხრად იგდებდა, რაში მჭირდებაო, დღეს თავად განუდგა მოსკოვის პატრიარქს და დეფაქტოდ ავტოკეფალურად გამოაცხადა თავი.
P.S. განვმარტავ, რომ ეს არაა ოფიციალურად ავტოკეფალიის გამოცხადება, მაგრამ დე-ფაქტოდ ესაა ავტოკეფალია, ავტოკეფალური უფლებების მინიჭება, რასაც კირილე და მოსკოვი ვერ და არ დაეთანხმება და გაძლიერდება შიდა დაპირისპირება.
----------
განახლება, მეორე დღე:
დილამდე სრული დუმილი ჰქონდა კიევის ონუფრიანელთა გუშინდელი საეკლესიო კრების შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს. შუადღეს გავრცელდა მიტრ. ილარიონ ალფეევის ვიდეო მიმართვა, სადაც ნირწამხდარი ამტკიცებს რომ არაფერი განსაკუთრებული არ შეცვლილა, კრებამ პატრ. ალექსი მეორის 1990 წლის "ტომოსის" ფარგლებში იმოქმედა, რითაც უკრაინის ეკლესიის თვითმართველობა და დამოუკიდებლობა განისაზღვრაო. რუსები და ონუფრიანელები ტერმინ ავტონომიას არ იყენებენ, არამედ თვითმმართველს. გუშინდლიდან გაჩნდა ტერმინი "დამოუკიდებელი", მაგრამ არა ავტოკეფალია. რაც ტერმინოლოგიური თამაშია და მხოლოდ მძიმე სიტუაციიდან თავის დაძვრენას ისახავს მიზნად, რადგან ხელისუფლება აპირებს აკრძალოს რუსული ეკლესია უკრაინაში, როგორც მტრის მეხუთე კოლონა.
რეალურად კი დიდი დაბნეულობა, უსიამოვნება და შიდა უთანხმოებაა უკრაინის რუსულ ეკლესიაში და მოსკ. საპატრიარქოში. უახლოეს პერიოდში სრულიად დაიშლება ონუფრიანელ-კირილიანთა ეკლესია, ეს გარდუვალია. კირილისტებს კი მოუწევათ დედა ღრუსეთში გადასახლება. საამისოდ იზრუნებს უკრაინელი ერი და სახელმწიფო, რასაც მოუთმენლად ველით ყველა. ამდენად ეს აგონია მომაკვდავი გველეშაპის ბოლო გაბრძოლებაა."
წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
წყარო:https://news.church.ua/.../postanova-soboru-ukrajinskoji.../
ნანახია: (667)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას