logo.png

Vladi Narsia

 

"ეს არის ერთადერთი სწორი რეაქცია პატრიარქ კირილის დუმილის პასუხად, რომელიც დღეს უკვე დაუფარავად პუტინის ომის მხარდაჭერად მიიჩნევა მთელს მსოფლიოში.

უკრაინის რამდენიმე ქალაქიდან ოკუპანტების გაძევების შემდეგ სულისშემძვრელი ფაქტების მხილველი გავხდით. უმწეო მოხუცებისა და ქალების ხოცვის გარდა ექსპერტიზის მიერ გამოვლენილია არასრულწლოვნების, 8 -11 წლის ბავშვების, გაუპატიურების მრავალი ფაქტი. (არ მინდა დავიჯერო ის რაც ბოლო დღეებში ვრცელდება ჩვილი ასაკის ბავშვების გაუპატიურების შესახებ!). ადამიანებო (!!!), ეს არ არის ის რაც შეიძლება ომთან და მის შედეგებთან დავაკავშიროთ. ეს არის რიტუალი - სატანისტური რიტუალი, რომელიც ომზე მეტია. ეშმაკი დღეს მსხვერპლს იწირავს რუსების არმიის ხელით. ეს არის ნამდვილი ომის ბიბლიური სახე - სატანის ჯანყი ღმერთის მიმართ. ეს არის რუსეთის არმიის სახე, რომელიც მან ჯერ აფხაზეთში და ახლა უკრაინაში გამოავლინა, რაც არასოდეს დაუგმია კირილს და რუსეთის საპატრიარქოს. ამიტომ უნდა გადაეცეს კირილი და მისი იერარქია (იერარქია სატანასაც ყავს!) საეკლესიო სასამართლოს, დაუყონებლივ!

თუ სატანისტური მსხვერპლშეწირვის ფაქტები ბუჩაში, მარიუპლოში, მაკაროვში და სხვა ქალაქებში, რომელიც ჩაიდინეს რუსებმა სულით-ხორცამდე არ გაშფოთებს და კივილამდე არ გათქმევინებს, რომ შეაჩერეთ ეს ბოროტება და დაგმეთ კირილის დუმილი ამ რიტუალში მაშინ, შენ საქართველოს საპატრიარქოვ, "ამოსანთხევი ხარ ღვთის პირიდან" შენი უმტკივნეულო და ნეიტრალური განცხადებებით რომ - "ომი საშინელებაა და გმობ".

თქვენ ხართ სულიერ ერთობაში კირილთან და ვიდრე ამ ერთობას არ დაარღვევთ და არ გამოაცხადებთ კირილს დამნაშავედ ქრისტიანობის წინაშე, თქვენც მონაწილე ხართ მასთან ერთად, რაც არ უნდა თავი მოგვაჩვენოთ ყალბი პაციფისტობით."

წერს თეოლოგი ვლადი ნარსია.

ნანახია: (660)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას