"დიქტატორთა უმრავლესობას ძალიან მძიმე ხვედრი ერგო: კლავდნენ ან თავად იკლავდნენ თავს. გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი:
1. ქსერქსე I ძვ. წ. 465 წელს არტაბანმა და ასპამიტრიმ საკუთარ საძინებელში მოკლეს 55 წლის ასაკში. ზოგიერთი წყაროს მიხედვით იგი მოკლეს თავის უფროს შვილ დარიოსთან ერთად. გვახსოვს როგორ აწიოკებდა ბერძნებს.
2. მაქსიმილიან რობესპიერი, საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი. რომელსაც ძალაუფლებამ თავი დააკარგვინა და ტირანიაში გადაიზარდა მისი მმართველობა, გარდაიქმნა მანიაკად, მცირე წინააღმდეგობის გაწევის გამო კლავდა პროტესტის მომწყობ მოქალაქეებს, რის გამოც 1794 წლის 27 ივლისს ჩამოაგდეს, ხოლო მომდევნო დღეს კი თანამებრძოლებთან ერთად გილიოტინაზე თავი მოკვეთეს (მანამდე შეძლო საკუთარი რელიგიის ჩამოყალიბებაც).
3. მუსოლინი, იტალიელი დიქტატორი და პუტინის მსგავსი. მის მმართველობის პერიოდში შეიქმნა მითი „დუჩე“ (ბელადი) მუსოლინის ზეადამიანობის, ღმერთივით ყოველშემძლეობის, სამართლიანობის, დიდსულოვნების და უცოდველობის შესახებ. ამ მითიდან ლოგიკურად გამომდინარეობდა მითი ფაშიზმის შესახებ, რომელმაც იხსნა ქვეყანა ბოლშევიზმისგან და გზა გაუხსნა მას იულიუს კეისრის რომის მემკვიდრეობისკენ. 1945 წლის 18 აპრილს დახვრიტეს. ოფიციალური ცნობით დახვრეტას უოლტერ აუდისიო ხელმძღვანელობდა.
4. ადოლფ ჰიტლერი - 1945 წლის 30 აპრილს, როდესაც საბჭოთა ჯარი უკვე რაიხსკანცელარიის მისადგომებთან იყო, ჰიტლერმა თავი დაიხვრიტა, ევა ბრაუნმა კი ციანიდის კაფსულა მიიღო.
5. ავღანეთის მმართველი მუჰამედ ნაჯიბულა 1996 წელს თალიბებმა მოკლეს.
6. ნიკოლაე ჩაუშესკუ, რუმინეთის დიქტატორი 1989 წელს დახვრიტეს (71 წლის).
7. პაკ ჩონ ჰი სამხრეთ კორეის მმართველი დიქტატორი. 1979 წლის 26 ოქტომბერს პაკ ჩონ ჰი დაზვერვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა კიმ ჯე გიუმ დახვრიტა. მკვლელმა განაცხადა, რომ პაკ ჩონ ჰი დემოკრატიას უქმნიდა საფრთხეს და მისი მკვლელობა პატრიოტული მოტივებიდან იყო გამომდინარე.
ეს არის მცირე ჩამონათვალი სიისა, რასაც დარწმუნებული ვარ პუტინიც მალე მიემატება.
დიდება უკრაინას!'
წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.
ნანახია: (712)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას