დილამშვიდობისა!
საქმინად დავიწყოთ დღე.
საქართველოს ხელისუფლებავ, 18 წლის წინანდელ ამბებს ნუღარ გვიყვებით, ასე იქცევიან ღრმა დემენციით დაავადებულები.
1. გვითხარით მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის პირობებში რა გეგმა შეიმუშავეთ, რომ გავუძლოთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით შექმნილ ვითარებაში ,
2. ვითხოვთ , თუ არა ჩვენი ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას, თუ არა, დაასაბუთეთ, რატომ?
3. უსაფრთხოების და შეკავების რა მექანიზმები გვაქვს რუსეთის აგრესიის ზრდის შემთხვევაში " ბაბაიას" ძახილის გარდა. არ იმუშავებს და ამის ისტორიული გამოცდილება არსებობს.
4. სად ხედავთ საქართველოს ადგილს ახალ საერთაშორისო აქიტექტურაში და რა პრაქტიკულ ნაბიჯებს ვდგამთ ამასთან დაკავშირებით. ეგებ წარმოგვიდგინოთ უკრაინაში საომარი ქმედებების პირობებში საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარების და შეხვედრების ჩამონათვალი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს წარმომადგენლებთან , პრეზიდენტის ვიზიტები და შეხვედრები არ მიათვალოთ, ნებართვა არ ჰქონდა და პარტიზანულად მოქმედებდა.
5. გვაქვს თუ არა ენერგომატარებლების მიღების დივერსიფიცირებული გეგმა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს "ბაბაიას " ძახილი აღარ დააკმაყოფილებს და მეტს მოითხოვს.
6. მაშინ, როდესაც , რუსეთის პრეზიდენტი ღიად არის გამოცხადებული ომის დამნაშავედ საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რა პოზიცია გაქვთ საქართველოში რუსული პოლიტიკის ღიად გამატარებელ კონსერვატორულ პარტიასთან და რა საერთაშორისო ნორმებს ან რომელი ქვეყნის კონსტიტუციას ეყრდნობით მათ მიმართ ლოალური პოლიტიკის გატარებისას. შეგახსენებთ, რომ ევრო-ატლანტიკური კურსი კონსტიტუციით არის განსაზღვრული და მისი უარყოფა კონსტიტუციის დარღვევაა.
7. განგვიმარტეთ, როგორ წარმოგიდგენიათ ' ნეიტრალიტეტის" პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი გვთავაზობს და გარანტიების რა მექანიზმების შექმნა შეგიძლიათ ასეთ შემთხვევაში. , როგორი იქნება ოკუპირებული ტერიტორიების მომავალი . მითი უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ არ მუშაობს. განმარტებებს უკრაინის უმაღლესი ხელისუფლებებისაგან ვიღებთ და კითხვები არ გვაქვს.
8. დაგვისაბუთეთ მიზეზები , თუ არაძლევთ უკრაინის პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტისთვის და ქართველი ხალხისათვის მიმართვის უფლებას." ბაბაია" ეწყინება არ გამოვა, ცივი წყლის ონკანი გახსნილი აქვს .
კიდევ ბევრი რამ არის საინტერესო, მაგრამ დანარჩენი- მერე.
P.S რუსეთის ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტები , ჩივიან, რომ რუსეთი" იზგოი" ქვეყანად აქციესო. გოი ებრაული სიტყვაა და მისგან არის ნაწარმოები ქართულ ხალხურ მეტყველებაში დამკვიდრებული " გოიმი" კითხვა: თუ ამ კითხვებზე არგუმენტირებულ პასუხებს ვერ მივიღებთ, გვაქვს თუ არა უფლება, ჩავთვალოთ, რომ გოიმი ხელისუფლება გვყავს?"
წერს ლელა ჯეჯელავა.
ნანახია: (633)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას