"ჩვენი საპატრიარქო და ე.წ. მოსაყდრე შიო “უკრაინაში მშვიდობას” როცა ახსენებენ, გულისხმობენ “უკრაინაში სამარისებულ სიჩუმეს”, ანუ მის კაპიტულაციას, განადგურებას და დანებებას!
თორემ, თუ ასე არ არის, დააკვირდით აბა სადმე თუ ამბობენ, რომ “უკრაინელ ხალხს და სახელმწიფოს ვუსურვებთ გამარჯვებასო”?! არა რა თქმა უნდა! საკუთარ პატრონებს ხომ არ გაანაწყენებენ კრემლში, ამიტომ იფარგლებიან ორაზროვნად, მიკნავლებული “თანაგრძნობით”!
მთელი უკრაინელი ერის გენოციდზე არაფერს ამბობენ!
ეკლესია-მონასტრების დაბომბვაზე არაფერს ამბობენ!
სასულიერო პირების წამებასა და დახვრეტაზე არაფერს ამბობენ!
ბავშვებისა და ქალების საშინელ სიკვდილზე არაფერს ამბობენ!
ზელენსკის გმირობასა და უკრაინელი ხალხის ერთსულოვან თავდადებაზე არაფერს ამბობენ!
პუტინისა და კირილეს სატანურ ბოროტებაზე არაფერს ამბობენ!
რუსეთის ეკლესიასთან ევქარისტიულ კავშირს ჯიუტად არ წყვეტენ!
მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო რომ კიდევ არაერთგზის დავრწმუნდეთ საპატრიარქოს კოლაბორაციონიზმსა და ღალატში, რომელიც ჩვეულებრივი კრემლის მეხუთე კოლონაა!
კრემლი კი ომს აგებს ყველა დონეზე! წესით ის დროა შიო მუჯირი მარგველაშვილთან ქსოვის კურსებზე ეწერებოდეს, ხოლო რეციდივისტი ჯაღმაიძე კი პეტერბურგში ბრუნდებოდეს “კრიმინალურ მათემატიკაში” კვლევებისათვის და ქურდებთან აგვარებდეს..."
წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
ნანახია: (640)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას