logo.png

"თუ 2 კვირის შემდეგ ეს სიმპტომები რჩება ან ინტენსივობა იზრდება, მიმართეთ ექიმს"

- რა ვიცით „ომიკრონის“ პოსტკოვიდურ გამოვლინებებზე

საქართველოში საკმაოდ ბევრი ადამიანია, ვინც კოვიდის გადატანის შემდეგ მიმართავს ექიმებს მრავალფეროვანი ჩივილებით, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა და გახანგრძლივებული კოვიდის ხშირი სიმპტომების შესახებ ისაუბრა.

„ეს არის დაწყებული ზოგადი, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, მეხსიერების პრობლემა, შეიძლება იყოს, სახსრების, კუნთების ტკივილი, კიდურების დაბუჟება, გახანგრძლივებული ტემპერატურული რეაქცია – შეიძლება იყოს 37,5 ან 38 გრადუსიც და ა.შ.

 

შეიძლება იყოს სხვადასხვა ქრონიკული დაავადების გამწვავება. მაგალითად, შემხვედრია პაციენტი, რომელსაც ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც კოვიდამდე იყო კარგად მართული და არ აწუხებდა, მაგრამ კოვიდის გადატანის შემდეგ კვლავ გაუჩნდა ეს პრობლემები.

ასევე, იზრდება გულ-სისხლძარღვთა რისკები ანუ საკმაოდ, ბევრი, მრავალფეროვანი სიმპტომი და ორგანიზმთა დაზიანება ახასიათებს კოვიდს, რომელიც შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს”, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ინფექციონისტის თქმით, გარკვეული სიმპტომების არსებობა ინფექციის გადატანის შემდეგ ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ სიმპტომების ინტენსივობას.

“მინდა, არ შევაშინო ჩემი თანამოქალაქეები და ვუთხრა, რომ ნებისმიერი ინფექციის გადატანის შემდეგ ადამიანი შესაძლოა იყოს სუსტად და გარკვეული სიმპტომები დარჩეს, მაგრამ მნიშვნელოვანია სიმპტომების ინტენსივობა იმატებს თუ იკლებს.

საშუალოდ, 2-3 კვირაში, როდესაც გადავიტანთ ინფექციას ჩვენი მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს.

თუ ორი კვირის შემდეგ რჩება სიმპტომები, რაზედაც ვისაუბრეთ და ამ სიმპტომებს აქვს მზარდი ხასიათი ან ინტენსივობა არ იცვლება, რა თქმა უნდა, ეს საყურადღებოა და მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს მივმართოთ ექიმს.

ასევე, არის სიმპტომები, რომელზეც უფრო ადრე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, მაგალითად, თუ გვაქვს დისკომფორტი მკერდის არეში, ძლიერი ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფიზიკურ დატვირთვაზე, გვაქვს ქოშინი, გვაქვს დაბალი სატურაცია ან გვიგრძელდება მაღალი ტემპერატურა.

ეს არის უკვე ნიშნები, რომელთაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, არ უნდა დაველოდოთ რაღაც პერიოდის გასვლას და დროულად მივმართოთ ოჯახის ექიმს”, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

მაპატიე, ვერ დაგეხმარე, ვერ გიშველე..." - ალექსანდრე გოგინავა -

ნანახია: (709)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას