"გორის რაიონის სოფელ ვარიანში სტალინის ძეგლი დადგეს. საპატრიარქოსგან, მეუფეებისგან სავსებით სამართლიანად ითხოვენ ძეგლის გაპროტესტებას, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ეს არ მოხდება, რადგან საპატრაირქო, მღვდელმთავრების უმრავლესობა, უშუალოდ პატრიარქის თამადობით, ჩამოყალიბებული სტალინისტია. ილია მეორემ რამდენიმე წლის წინ ღიად შეაფასა სტალინი როგორც დიადი პოლიტიკოსი, რომლის მსგავსნი ათას წელიწადში ერთხელ იბადებიან. ზოგადად, სტალინი რუსულ - ქართული პოლიტიკური მართლმადიდებლობის ერთ-ერთი კერპია, მას უყურებენ როგორც აპოკალიპტური ჟამის დიად მისტიკურ ფიგურას, კრიპტოორთოდოქსს, - ზოგჯერ როგორც დიად წინასწარმეტყველსა და წმინდა იმპერატორს, რომელმაც ანტიქრისტე - დასავლეთისგან დაიცვა მართლმადიდებლური ცივილიზაცია; მას იხსენიებენ ლოცვებში, ზოგიც პირდაპირ ლოცულობს მის სახელზე, როგორც მხსნელ წმინდანზე. ეს არ არის ჩემი ან ვინმეს ფანტაზია, ესაა რეალობა, სატანიზმის ზეიმი ქრისტიანობისგან დაცლილ და გაპარტახებულ "ეკლესიაში".
წერს ბექა მინდიაშვილი
ნანახია: (648)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას