"მე არ ვემხრობი იმ შეხედულებას, რომ ცოდვას არ მოსდევს სასჯელი..უბრალოდ ჩვენი ადამიანური გონება ზებუნებრივს (მეტაფიზიკურს) ვერ სწვდება და ჩვენ ვმკითხაობთ...სხვისი რა გითხრათ, მე პირადად არცერთი შეცდომა ცხოვრებაში არ შემრჩენია...ოღონდ ეს ძალიან ინტიმური საკითხია, ვინ რას გრძნობს და როგორ განიცდის...გულწრფელად რასაკვირველია...ამაზე გამახსენდა.. ერთხელ ზვიადაძე აფრქვევდა სიბრძნეებს ლექციაზე და ვიღაც რეჟისორზე თქვა..ასე მკითხაო ამ კაცმაო... „ანა კარენინა“ ვისთან მრუშობდაო? ქმართან თუ ვრონსკისთანო?...ანუ რიტორიკული შეკითხვა დაუსვამს...ზვიადაძე იზიარებდა ტრაფალეტურ შეხედულებას რელიგიურ ნიადაგზე დაყრდნობით...ეს ქალი (ანუ ანა) უგუნური დედაკაცი იყო და უგუნურადვე დაამთავრაო...მე ამ პასუხიდან გამოვიტანე დასკვნა, რომ ტოლსტოი ტყუილად გარჯილა და სულ ამაოდ უწვალებია ის კალამი.. განა ეს ასე ადვილი საკითხია, თუნდაც სამსჯელოდ და სამასლაათოდ?!
ჯერ ერთი, ანა კარენინას გულწრფელად შეუყვარდა კაცი...რომლესაც თვითონ არ ჩამოჰკიდებია კისერზე და არც მაკიაველური მეთოდებით უმოქმედნია.. ვთქვათ, ოჯახი არ დაუნგრევია მისთვის და ა. შ... იმ კაცმა თვითონ შეაყვარა თავი.. თანაც ანას გაუმართლდა.. ნამდვილი კაცი იპოვა, რაც, დამეთანხმებით, ამ ძუნწ სამყაროში ძალიან იშვიათობაა..ამაში კი გაუმართლდა, იგივე მადამ ბოვარისგან განსხვავებით...რომელიც რომ ცოტა ფრანგული ქარაფშუტობით გამოირჩეოდა...და სიყვარულს კი გულწრფელად ეძებდა, მაგრამ ვისაც გადაეყარა (ქმრის გარდა), ყველამ იმედი გაუცრუა. ანუ არჩევანში შეცდა ეს ქალი და დაისაჯა ამადაც.. ანა კარენინა რა მოსატანია.. ეს მადამ ბოვარი საერთოდ ბოზანდარად შერაცხა ბატონმა ზვიადაძემ.. და ერთი კახელი სტუდენტი გოგოს რეპლიკაც დაიმსახურა (ჩუმად თუმც, აბა რომ გაეხმაურებინა, სკანდალები მერე იკითხეთ)...„ნეტაი შენ ქალების საქმეში რას ერევიო?!“..მოკლედ როგორც იყო..ანა კარენინაც დაისაჯა...და ის დასაჯა ფარისევლურმა მართლმადიდებლურმა საზოგადოებამ!...რადგან რუსების უმრავლესობას არანაირი რწმენა არ გააჩნია... არც ქრისტესი, არც მაჰმადისა და სხვ....ეს უზნეო საზოგადოებაა..აკი ქმარმა უთხრა, ნუ დავიშლებით და გყავდეს საყვარელიო...საზოგადოების წინაშე ვითვალთმაქცოთო ანუ...მაგრამ ანა ის ქალი არ იყო, თავისი ნების ნაზი სიმართლე იმ ტლანქ ტყუილში გაეცვალა, თავის ცხოვრებას ასე რომ უმახინჯებდა...სხვა ქალებიც იყვნენ ანას გარშემო.. ვინც გულაობდნენ, მაგრამ ქმრები ჰყავდათ...და ისინი არ გაურიყია საზოგადოებას...და იმათზე არც დაუწერია ტოლსტოის ამხელა ნაწარმოები.. რადგან მას ინდივიდუალიზმი აინტერესებდა... რომელიც მსხვერპლია ამ ფარისევლურ სამყაროში...და აუცილებლად ისჯება!...დიახ.. ჩათლახობა კი არ ისჯება ამ ქვეყანაზე..არამედ სწორედ სიმართლე და სიწრფელე და გამორჩეულობა!"
წერს ლელა ჩხარტიშვილი.
ნანახია: (781)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას