logo.png

Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე

 

ახალი ალიანსი ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინა

"ახალი ალიანსი ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინა არის ახალი გეოპოლიტიკური კავშირი, კონტინენტის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა.

კარგად დავიწყებული ძველი წესრიგი, რომელიც არსებობდა კონსტანტინოპოლის დაცემამდე და ამერიკის აღმოჩენამდე.

"აღმოსავლეთ ევროპა არის კონტინენტის გული, ვინც ფლობს გულს ის ფლობს მსოფლიოს მთავარ კუნძულს(ევრაზიულ კონტინენტს)" - ჯონ მაკინდერი.

არ არსებობს მიახლოვებული ვარიანტიც კი ეს ყოველივე უკან რომ დატრიალდეს, რამე დათმობა რომ მიიღოს მოსკოვმა და დაიბრუნოს გავლენა აღმოსავლეთ ევროპაზე.

ისევე შეუძლებელია როგორც ოკეანის გემის შემოსვლა კუს ტბაში.

ლიბერალური დასავლეთი მტკიცედ არის განწყობილი მოსკოვის გავლენებისგან გაათავისუფლოს უკრაინა და მთლიანად აღმოსავლეთ ევროპა.

ასე რომ წარმოსახვაში თამამად შეგვიძლია მივუმატოთ ახალ ალიანსს და გავაფერადოთ ბალტიის ქვეყნები ლიეტუვა, ლატვია ესტონეთი.

ასევე მოლდოვა, საქართველო, სომხეთი აზერბაიჯანი.

კიდევ ბელორუსიც.

ეს ზონა, ბალტიიდან შავ ზღვამდე ქვეყნები შეადგენენ აღმოსავლეთ ევროპას და ჩაანაცვლებენ რუსეთის ფედერაციას ევროპა აზიის სავაჭრო ურთიერთობების შუამავლის როლში.

გარდა ამისა სრულიად გამორიცხულია

ქართულმა ოცნებამ რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ასევე გამორიცხულია რამენაირად რომ შენარჩუნდეს არსებული მანკიერი კორუფციული ოლიგარქიული ეკონომიკა და ავტოკრატიული რეჟიმი.

ასე რომ ნუ გაყიდით სახლებს, არ გაყიდოთ კუთვნილი მიწები და ნუ გარბიხართ ქვეყნიდან პატივცემულო თანამემამულენო.

საქართველო ყველაზე პერსპექტიული ქვეყანაა მსოფლიოში."

წერს თეიმურაზ ზაქრაძე.

ნანახია: (680)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას