"ის, რაც გუშინ კობახიძემ თქვა შიშთან დაკავშირებით, არის ივანიშვილის ფილოსოფიის ანი და ჰოე, რომლის საფუძველზე აგებულია ქართული ოცნების მთელი პოლიტიკა და სოციალური სტრატეგია. ჩვენ უნდა გვეშინოდეს რუსეთის და ამიტომ უნდა დავაკნინოთ ყველაფერი, რაც საქართველოს თავისუფლებასთანაა დაკავშირებული; გვეშინია, და ამიტომ საქართველომ დაიწყო ომი, გვეშინია და სააკაშვილი, შეურაცხყოფილი და დამცირებული, უნდა იჯდეს ციხეში, გვეშინია და უნდა ვდევნოთ მთელი დასავლური ოპოზიცია, გვეშინია და ამიტომ, აბუჩად უნდა აიგდო დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც ზრუნავენ საქართველოზე, მოგობრობენ ჩვენთან, გვეშინია და 5 ივლისი უნდა მოაწყო, გვეშინია და უნდა დახურო გადაცემა, რომელიც ალტ-ინფოს ამხელს, გვეშინია და უნდა ჩააფლავო ანაკლია, გვეშინია და იმედმა ბრიტანეთში ტოტალურ შიმშილობაზე უნდა ააგოს პროპაგანდა, გვეშინია და უნდა ვიყოთ სუსტისა და უმცირესობაში მყოფის მჩაგვრელები, გვეშინია და საქართველო უნდა გაიყიდოს, რუსეთის ორღობედ, მათ გასართობ ცირკად უნდა იქცეს აქაურობა, გვეშინია და მტრის წინაშე უნდა ვთრთოდეთ, მტერს ეს საზიზღარი, გულისამრევი სიტყვა "ბაბაია" და მოყვარეს მტერი უნდა ვუწოდოთ, გვეშინია და ყველა პატრიოტი უნდა გავაფუჭოთ, არაკაცი და ლიბერასტი დავარქვათ, გვეშინია და რუსეთუმე, ბინძური მამაოები და ნამდვილი არაკაცები, სულის მოძღვრებად და რაინდებად დავსახოთ, გვეშინია და ამიტომ უნდა დავცალოთ საქართველო ჭარბი მოსახლეობისგან და ყველაფერი რუსეთს მივყიდოთ. ამ მონობის პროპაგანდა, ამ შიშის საფუძველზე მოქმედების ლეგიტიმაცია ყველაფერს ბოლოს მოუღებს: შვილებს არამზადებად, უღირსებად, სინდისის გამყიდველებად დაგვიზრდის - შეხედეთ იმათ, ვინც რუსეთის წინაშე კანკალებს, კარგად შეხედეთ და დააკვირდით. აი, ეგეთ არარაობებად უნდა გადავაქცევინოთ ამათ ყველა და ყველაფერი?"
წერს ბექა მინდიაშვილი.
ნანახია: (624)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას