"მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი: "დანაშაული აღიარებული თუ იქნება, მაშინ შენდობილი იქნება."
- მოიცა, ჯიგარო. იქნებ დანაშაული საერთოდ არ ყოფილა? იქნებ რუსების გაჩალიჩებულია? გარდა ამისა, მკვლელებსა და რუსეთის აგენტებს რომ სტუმრობდით ციხეებში, ლოცავდით, ბიბლიებსა და ხატებს ჩუქნიდით, მაშინ აყენებდით მონანიების წინაპირობას? იქნებ ისინი აღიარებდნენ დანაშაულს? არა, ხომ? ააა, გამახსენდა - რუსეთზე მუშაობა თქვენთვის ხომ გრეხი არაა
"მე პროკურორი არ ვარ, განაჩენს ვერ გამოვიტან."
- თან პროკურორი არა ვარო და თან მაუზერიანი ჩეკისტივით იქცევი. უხერხულია, გურამ. გარდა ამისა, განაჩენი პროკურორებს არ გამოაქვთ. ფორმალურად მაინც. ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, ეგრეა.
"ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა შვილის საფლავზე დისტანციურად? ეს რა მკვლელობა არ იყო?!"
- ვინ ააფეთქა? ეგებ შენ გვითხრა, გურამ? არ მოგერიდოს. ვინ მოიშორა თავიდან ორი კაცის მკვლელის მამა, თავადაც კრიმინალური წარსულის მქონე "საზოგადო მოღვაწე", ასევე, ამ საფლავის მომვლელი საღსალამათი ქალი? კარგად დაფიქრდი, ჯიგარო. და გახსოვდეს - ცილისწამებაზე მძიმე ცოდვა ცოტაა.
"მოვისმინე სასამართლო. [სააკაშვილს] დაუსვეს კითხვა 7 ნოემბრის შესახებ, 2 საათი 40 დღის ნაშიმშილები ადამიანი განუწყვეტლივ ლაპარაკობდა"
- ანუ არ შიმშილობდა, გვატყუებსო, ამას მიანიშნებს თესლურად. საღოლ, ბრატ, საღოლ. ყოველთვის ნიჭიერი კაცი იყავ, გურამ.
"ლაპარაკობდა, ვერ გააჩერეს და რას ლაპარაკობდა? 7 ნოემბერზე კი არა, რომ თურმე უკრაინა ააყვავა, საქართველო ააყვავა, საოცარი ადამიანია, მთელი მსოფლიო პატივს სცემს."
- კი, ეგრეა. ეგ კაცი რომ არა, ახლა პრადოზე კი არა, მოსკვიჩზე იჯდებოდი და გაურეცხავი, სუნიანი ანაფორა გეცმეოდა, რადგან მის მოსვლამდე არც წყალი იყო, არც დენი და არც პრადოს ფული.
ხოდა, იმ დროს ვნატრულობ, შენი დამვერბოვკებელი რომ გახდება ცნობილი, ანაფორას რომ გაგხდიან, პაგონები რომ გამოგიჩნდება და ახალი რუის-ურბნისის წინაშე დაფქვავ ყველაფერს."
წერს ზაზა ბიბილაშვილი.
ნანახია: (671)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას