"5 ივლისის შემდეგ ხელისუფლება არის საქართველოს და თითოეული ადამიანის გაცხადებული მოღალატე და მკვლელი. ამ მკვლელობას ისინი ღიად, დაუფარავად, მთელი ცინიზმით, რაღაც ეშმაკეული აღტკინებით ჩადიან
- რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, რას ვადარებთ, ვის ვატოლებთ, რა მიშიზმი, რა ზვიადიზმი - ერთი დღე არ ჩაუგდიათ, დანა რომ არ ჩაეცათ საქართველოს სხეულში, - გვჭრიან და გვჭრიან ყასბებივით და აყურებინებენ ჩვენს ამ წამებას ვიღაც კაბაევას
არ არსებობს ახლა საქართველოს, თითოეული ჩვენგანის ამ სადისტური მკლელობისგან გადარჩენაზე, ჩვენი სიცოცხლის გადარჩენაზე უფრო მნიშვნელოვანი მიზანი.
შინ ჯდომა დღეს ჩვენს დაკვლაზე მორჩილ თანხმობას ნიშნავს, - უნდა გამოვიდეთ ყველანი, მოვედოთ ქუჩებსა და მოედნებს - საქართველო არ არის ამ შპიონების დასაკლავი ცხვარი!
ბიბლიაში ასეა ნათქვამი: "ლომი ბდღვინავს, ვინ არ შეშინდეს", - არ არის ახლა სიჩუმის, კნავილის, ტირილის დრო. ყველა უნდა გამოვვარდეთ გარეთ, ყველამ უნდა ვუღრიალოთ ამათ მთელი ჩვენი მძვინვარებით!"
წერს ბექა მინდიაშვილი.
ნანახია: (663)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას