"„ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? ვამსგავსებ მოედანზე მსხდომ ბალღებს, თავიანთ ტოლებს რომ უყვირიან და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ. ვინაიდან მოვიდა იოანე; არც ჭამს და არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო. მოვიდა ძე კაცისა; კიდეც ჭამს და კიდეც სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო.“ (მათ. 11, 16-19).
მართლაც რა უცნაურია.. ზვიად გამსახურდია არ იყო ზემოთხსენებული ბრბოს ტიპის ხალხის მოსაწონი, თუმცა ლმობიერი, მიმტევებელი, უზომოდ კეთილშობილი ადამიანი გახლდათ. ნამდვილი ქრისტიანი!...გვახსოვს მისი ფრაზა: „ტყვიებს თუ გვესვრიან, ჩვენ ყვავილები ვესროლოთო.“...ზვიადი მოვკალით!..დავიწუნეთ!..ახლა გამოჩნდა ადამიანი, ზვიადზე უფრო მკაცრი, რკინის ხელით მმართველი...მტკივნეული რეფორმების გამტარებელი...კრიმინალის აღმომფხვრელი...წესრიგის დამამყარებელი... რაც უკომპრომისობას, დისციპლინირებულობას და სიმკაცრეს მოითხოვს პიროვნებისგან...ახლა ამასაც ვკლავთ.. რადგან დავიწუნეთ...თავის დროზე დავით აღმაშენებელიც დაიწუნა ქართველმა ხალხმა.. დიქტატორს ეძახდნენ. 100 წელი მოუნდა დავითის გაგებას...თუ ვინ იყო სინამდვილეში.. მისი გაგონებაც არ უნდოდათ...ყველა დიდი ადამიანი, უფლისგან გამოგზავნილი, გავიმეტეთ...დავიწუნეთ..არადა სახარებაში წერია: „ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა..უფლის მიერ იქმნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს“ (მარკ. 12, 10-11). გამოდის, გმირები მხოლოდ ისტორიის გაყვითლებულ ფურცლებზე გვიყვარს..."
წერს ლელა ჩხარტიშვილი.
ნანახია: (675)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას