"დეჟავიუ ხომ იცით რა არის? მეხსიერების ცდომილება, როცა ადამიანს ეჩვენება, რომ ის რაც ახლა, აწმყოში ხდება, უკვე ნანახი აქვს სადღაც, წარსულში. მაგრამ, ჩვენ დეჟავიუ არ გვჭირს. ეს მართლა ხდება. ჩვენ უკვე ბევრჯერ მოგვატყუა, აგვაგდო და გაგვაბითურა ჩვენი ქვეყნის მტერმა. როგორ? ყველაზე საშინელი იარაღით - მიზანმიმართული ტყუილებით, დეზინფორმაციით და მასიური პროპაგანდით. ორგანიზებული და კარგად მოფიქრებული ტყუილების ქარიშხლით გადაგვთელავენ ხოლმე, ფსიქოლოგიურად სრულიად მოგვშლიან, რაღაც სიგიჟეს ჩაგვადენინებენ და შემდეგ სადღაც 8-9 წელში მოვდივართ ჭკუაზე და მაშინღა ვხვდებით თუ რა დაგვემართა. სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ძალიან ადვილი მოსატყუებელია (თუმცა ამის დაჯერება არ გვინდა). მართლაც ნანახი და განცდილი გვაქვს ყოველივე ის, რაც დღეს ხდება. ზუსტად ასეთივე ტყუილებით და ბინძური პროპაგანდით შეგვაძულეს და მოგვაკვლევინეს პირველი პრეზიდენტი და ეს დღეები სულ მგონია, რომ დეჟავიუ მაქვს. ნეტავ, ასე იყოს. თუმცა, არა, ეს მართლაც იგივე უბედურება მეორდება ჩვენს თავს 30 წლის თავზე. თან სიმწრის სიბრაზე მკლავს - განა შეიძლება ასე დაუსრულებლად და მუდმივად ვიყოთ ჩვენი მტრის მოსატყუებელი ბრიყვები?!"
წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.
ნანახია: (677)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას