logo.png

David Khvadagiani

 

"ნათქვამი მქონდა, რომ 20 ივნისზე არასდროს არ ვილაპარაკებდი, რადგან ვთვლიდი, რომ იქ ვინმესთვის თავის დასამადლებლად არ ვყოფილვარ და არც თავის მოწონება მიმაჩნდა სწორად, რადგან ბევრისთვის მთელი ცხოვრების ტრაგედიად და კოშმარად იქცა ეს დღე, თურმე ვცდებოდი ... ჩემი ძმა, არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი ამ ქვეყნის ერთერთი საუკეთესო მეცნიერი, ისე სცემეს ჩემ თვალწინ და იმდენი სისხლი დაკარგა 12 საათის განმავლობაში მკვდარი მეგონა, არ ვფიქრობდი რომ გადარჩა საერთოდ, მართალიც იყო ჩემი შიში, რადგან სახის ძვლები და თვალბუდე მთლიანად დალეწილი აღმოაჩნდა, სამი დღე ტვინის შერყევით საკანში იჯდა, სამედიცინო დახმარების გარეშე ... მე თვითონ დაკავებისას ცემა არ მაკმარეს, პლასტმასის ხელბორკილებით ხელებშეკრულს მცემდნენ, სმენის დაკარგვას შემთხვევით გადავრჩი, როგორც მერე ექიმმა მითხრა ... 8 საათის განმავლობაში მეძებდნენ მთელი ქალაქის საავადმყოფოებში და მორგში, მანამდე ყველა ის ტრაგედია რაც დარბევისას მოხდა, ყველაფერმა ჩემ თვალწინ გაიარა, ვიღაც უცნობ გოგონას ნარინჯისფერმა ტყვიამ ბარძაყი გაუგლიჯა ჩემ გვერდით, ცხრა აპრილის მემორიალთან, რამდენიმე ტყვიამ საფეთქელთან ჩამიარა ზუზუნით, მაშინ მეგონა რომ ნამდვილ ტყვიებს ისროდნენ ... ყველა მათგანს მაკოს, გიორგის და ბევრ საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანს იმ ტყვიებმა დაუნგრია ცხოვრება, რომელიც მე ამცდა შემთხვევით ალბათ და მაგათი სახელების ხსენებაზე დღემდე უხერხულობას ვგრძნობ, რომ მე გადავრჩი ... სასამართლოს დერეფანში კედელთან ვიჯექი და ჩემ წინ მდგომი ორი მაღალჩინოსანი პოლიციელი, ერთი პოლკოვნიკი, მეორე ვიცე-პოლკოვნიკს ხმადაბლა ეუბნებოდა, რომ ამდენი დაკავებული ცხოვრებაში არ უნახავს და მთელ საქართველოში წინასწარი დაკავების საკანი და გადასაყვანი ტრანსპორტი არ დაგვრჩაო, ალბათ ამათ სასამართლოს გადაუდებენ სად წავიყვანოთ აბაო ...

არ ვიცი როგორ მოვახერხეთ, რომ გავრილოვის ნახმარი ხელსახოცი, თავდაუბანელი ბოლშევიკი კობახიძე დღემდე თავზე გვივლის და კრემლის ჯაშუშობაში დაბერებული და ჩახრონწებული კოლექტიური ხაინდრავა ღირსებაზე გველაპარაკება ..."
წერს დავით ხვადაგიანი.

ნანახია: (687)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას