"ეს მთავრობა მალე შეიცვლება. დარწმუნებული ვარ. ასეთია ცხოვრებისა და ისტორიის კანონზომიერება - ყველაფერს თავისი ლიმიტი და ბუნებრივი დასასრული აქვს.
ესენი კი შეიცვლებიან, მაგრამ არ ვიცი, იმ ხალხს რა გამოცვლის, ადამიანის შიმშილობის, ჯანმრთელობის გაუარესებისა თუ შესაძლო გარდაცვალების შესახებ ინფორმაციაზე რომ ხითხითებს და პოსტებს „აჰაჰავებს“...
ასეთები სადმე გაქრებიან?
აქ დარჩებიან, ჩვენში. და ხან ვის სიცოცხლეს აიგდებენ მასხრად და ხან ვის სიკვდილზე იცეკვებენ ფერხულს...
სამომავლო საქართველოს ერთ-ერთ მთავარ საფიქრალად ეს მიმაჩნია..."
წერს ბუბა კუდავა.
ნანახია: (667)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას