"ერთ-ერთი, იმ მრავალ ბრალდებათაგან, რომელსაც ცელსი უყენებდა ქრისტიანებს, გახლდათ ის, რომ თითქოსდა ქრისტიანები მარტოოდენ უსწავლელ და უგნურ ადამიანებს იღებდნენ თავის რიგებში, რომ ადვილად "დაებოლებინათ". ალბათ წინასწარმეტყველი იყო ეს დალოცვილი და დღევანდელ საპატრიარქოს უყურებდა წინსწრებით და ამიტომ განსჯიდა ამგვარად
ორიგენე პასუხობს მის რეპლიკას და ამბობს, რომ ქრისტიანები ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ ჩვენი თემი სწორედ მოაზროვნე ადამიანებისაგან შედგებოდეს! თუკი ჩვენ განათლებული ხალხი გვეყოლება ჩვენს წინ, სწორედ მაშინ შევძლებთ ჩვენი რწმენის მაღალ მატერიებზე საუბარს, ხოლო თუ "აზრზე მოსული" ადამაინები არ იქნებიან ჩვენს გარშემო, მაშინ ჩვენც მოგვიწევს დადუმება იმ სწავლებებზე, რომლებიც სიღრმისეულ შეჭმარიტებებს შეიცავენ-ო.
შეადარეთ ეხლა ორიგენეს და დღევანდელი საპატრიარქოს დამოკიდებულება აღნიშნულისადმი."
წერს თეოლოგი ვანო შოშიაშვილი.
ნანახია: (657)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას