logo.png

Lela Chkhartishvili

 

ბოდიში, მტკივნეულ თემას უნდა შევეხო...ჩვენს საზოგადოებაში ფესვმოკიდებულ ერთ-ერთ მანკიერებას...ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილი ძველი აღთქმის მორალზე ქვემოთ დგას...და სისასტიკეზე...ძველ აღთქმაში ვიცით, რომ უშვილო ადამიანზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ტერორს..მას დასცინოდნენ, ზემოდან უყურებდნენ...ადამიანადაც არ თვლიდნენ...მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა...ქრისტე განკაცდა, ჯვარს ეცვა, აღდგა, ამაღლდა.. მაგრამ რა?...ჩვენ მაინც არაფერი გვეშველა.. რამდენი ადამიანისგან გამიგია...პირადად ჩემი მისამართით ნათქვამი გესლიანი სიტყვები, ნიშნის მომგებლური.. _ ნეტაი შენ.. რას წვალობ და ჯახირობ...ვის დარჩება შენი ნაშრომი და ნაწვალები?...ძველი ქართული წესია...შეკითხვები: რატომ არ თხოვდები? რატომ არ უზრდი სამშობლოს შვილს?..ვითომ ვინმე მაგიტომ აჩენდეს აქ შვილს, რომ სამშობლოს შესწიროს ან რაიმე მაღალ იდეალს......ასი მიშაც არ გვიშველის ჩვენ!...სულელურ ქართულ გამონათქვამებს რა დალევს.. ერთი მათგანია: „„ქალმა ქალს რითი აჯობაო? _ და ქმარ-შვილითო..“...ერთმა დიასახლისმა დედაკაცმა, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ და რატომღაც სულ მკბენდა, დამპატიჟა თავის სახლში, მოდი მნახე, როგორ ვცხოვრობო.. მივედი, მიყვარს სტუმრობა ადამიანებთან და პირველი სადღეგრძელო რაც წარმოთქვა, ეს იყო.._ მე იმით ვარ ბედნიერი და შენზე მეტი, რომ შვილები მყავსო...ერთმა ბავშვობის მეგობარმა რატომღაც 3 მარტს დამირეკა და დედის დღე მომილოცა.. თან დასძინა..მე ბედნიერი ვარ ჩემი შვილებით.. ადამიანმა, რომელსაც შვილი არ ჰყავს, საერთოდ არ იცის, რა არის ცხოვრებაო...ადრე ვპატიებდი ადამიანებს კბენებს.. ღრენებს..უტაქტობებს... ახლა ნერვები აღარ მაქვს...და მომენტალურად ვშორდები...ბესიკ ხარანაულისა არ იყოს:

„გულზე რომ ფეხს დამაბიჯებ,

გეტყვი _ მშვიდობით!“

წერს ლელა ჩხარტიშვილი

ნანახია: (724)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას