"მივმართავ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებს და პირადად მინისტრს,
ის რაც დღეს ხდება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, პირდაპირ და უპირობოდ შეურაცხყოფს ქართულ მედიცინას, ქართველ ექიმთა პროფესიულ ინტელექტს, პროფესიულ ღირსებასა და ეთიკას.
იმედს ვიტოვებ, რომ მხარში ამოუდგებით საქართველოს ომბუდსმენის აპარატს და გააკეთებთ ემოციებისაგან დაცლილ, პროფესიულ განცხადებას პატიმარი პრეზიდენტის შიმშილობასთან დაკავშირებით.
დღეს თქვენ საქართველოსთან ერთად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამედიცინო საზოგადოებებიც გაკვირდებიან და უმკაცრესი გამოცდა გაქვთ ჩასაბარებელი სამედიცინო დეონტოლოგიაშიც და თავად მედიცინაშიც, ელემენტარულ ადამიანურ ღირსებასა და მოვალეობას რომ არ შევეხოთ.
ასევე იმედს ვიტოვებ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ექსპერტები შეძლებენ იუსტიციის სამინისტროს, პენიტენციალური სამსახურის და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსთა უმსგავსო, არაპროფესიონალურ, ადამიანთა ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის დამაზიანებელი ქმედებების ალაგმვას თავიანთი პირუთვნელი, პროფესიული ვერდიქტების დაფიქსირებით.
გახსოვდეთ, რომ დუმილი ამ შემთხვევაში პროფესიული დანაშაულია!"
წერს ზურაბ გურული.
ნანახია: (683)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას