"ჭყონდიდელი ღირსეული ბერ-მონაზვნების ამჟამინდელი მდგომარეობა დაახლოებით ამგვარია.
უბრალოდ წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ მთელი ცხოვრება რაღაცას ქმნით, აშენებთ, ამშვენებთ, ალამაზებთ, უვლით, მოვლა პატრონობას არ აკლებთ, მოკლედ რომ გადმოვცე თან ჰყვებით ამ ყველაფერს და უკლებლივ ყველა რესურსი თუ ძალისხმევა რაც გაგაჩნიათ, მთლიანად მასში გაქვთ ჩადებული, ხოლო უეცრად საიდანღაც ვიღაც გადამთიელი მოდის და ამ ყველაფერს რასაც თქვენ მთელი ცხოვრება მიუძღვენით და აბსოლუტურად ყველაფერი რაც გებადათ შესწირეთ და გაიღეთ მისთვის, თანაც იმის მეტი არც არაფერი გაგაჩნიათ, (რადგან მონაზვნობა უპოვარებას გულისხმობს), ვიღაც ჩამოთრეული ისე რომ საერთოდ არაფერს გეკითხებათ, მოდის და გეუბნებათ, რომ თქვენ იქ უკვე აღარაფერი გესაქმებათ და ყოველივეს ბატონ-პატრონი ამიერიდან მხოლოდ ის არის და თქვენს ნამუშაკევს უსამართლოდ ეუფლება და იტაცებს, თქვენი აზრი მაინტერესებს, ასეთ დროს რა ჭკუაზე დადგებით?!
ამის მერე კიდევ ვინმე გაბედავს და მეტყვის, რომ სტეფანეს და მის ბანდას, ჯვარცმულ და დამცირებულ ქრისტესთან საერთოდ რაიმე სახის კავშირი აქვს, ვინც მათ შორის კავშირს დამანახებს, შესაძლოა მე ვარ დაუნახავი და ვერ ვხედავ, პატიოსან სიტყვას ვაძლევ, რომ მთელი ცხოვრება მორჩილად დავუდგები, მაგრამ მეეჭვება ეს ვინმემ შეძლოს, რადგან კავშირი გამწყდარია და არ არსებობს.
ჩემი უპირობო და სრული მხარდაჭერა, ,,ნიანგთმმუსვრელის" მხრიდან შევიწროებულ: ჭყონდიდელ, ღირსეულ, ღმრთისმოყვარე და კაცთმოყვარე ბერ-მონაზვნებს.
ღმერთს არსად ეჩქარება, სიმართლე აუცილებლად იზეიმებს!"
წერს ლაშა ჯიხვაშვილი.
ნანახია: (638)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას