logo.png

Ilia Jgharkava

"ჭყონდიდის ეპარქია ისჯება იმისათვის, რომ ბერებმა თავიანთი ეპისკოპოსის მსგავსად გაბედეს უმაღლესი იერარქის მხილება და მის მიმართ კრიტიკული კითხვების დასმა.

დავუშვათ, ისინი მეუფე პეტრეს ბრმად ენდობიან და შეცდომაში არიან, განა ასეთ დროს კრება არ უნდა ტარდებოდეს და მტყუან-მართალი არ უნდა ირჩეოდეს?

თუ პატრიარქის მიმართ გაჟღერებული ბრალდების განხილვა ეკლესიისათვის მიუღებელია, რა უნდა ვიფიქროთ? თუ მართალი ხარ და ცილს გწამებენ, თუ მთელს ეკლესიაში ყველაზე დიდი ავტორიტეტი შენ გაქვს, რამ უნდა გაგაბოროტოს და შეგაშინოს? გზას აცდენილ შენს სამწყსოს არ უნდა დაეხმარო სწორ გზაზე დაბრუნებაში? ასეთ დროს, სწორედ, საეკლესიო წესი არ განსაზღვრავს კრების ჩატარების აუცილებლობას? რატომ არ იწვევ კრებას? რატომ სჯი ადამიანებს კრიტიკული შეკითხვებისთვის? რატომ აღარ ტარდება წმ. სინოდის სხდომები, რომელთა ჩატარება ეკლესიისათვის სავალდებულოა?

ვის გაუგია მონაზვნისათვის მონაზვნობის წართმევა? და რის გამო? ქრისტე შეურაცხყვეს თუ ქრისტიანული სწავლება დაამახინჯეს? რაში ედებათ ბრალი? მონაზვნად აღკვეცისას იდება სამარადისო აღთქმა, რომლის გაბათილება არავის არ შეუძლია. ყველანაირი საეკლესიო სასჯელით შეიძლება დასაჯო მონაზონი, გარდა იმისა, რომ მას მონაზვნობა წაართვა.

„ქრისტე დუმილით გაიცემა“ – ეს სიტყვები ყველა მორწმუნემ ზეპირად იცის, მაგრამ საკუთარ დუმილს უმეტესობა ვერ ამჩნევს.

გაბრაზებულ, დაჩაგრულ და გულნატკენ ბერებს რომ უყურებ ტელევიზიით და გული არ გიწუხდება, საპატრიარქოს ჩოხოსნებს და უსამართლო ეპისკოპოსს რომ გულშემატკივრობ და ეს გგონია ქრისტიანობა, ზუსტად იგივე ფარისეველი ხარ, ვინც პირველ საუკუნეში „ჯვარს აცვი“-ს ყვიროდა!

ყველა, ვისაც ხმის ამოღება მართებს და ჩუმადაა, ქრისტეს ღალატობს.

გახსოვდეს, მშიშარა ქრისტიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს!"

წერს ილია ჯღარკავა.

ნანახია: (654)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას