logo.png

Tsabunia Vartagava

"ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ ბერ-მონაზვნებს, როდესაც ისინი იქ იყვნენ, არ ჰქონდათ სმარტფონები, არც ფეისბუქები და სხვა სოც.ქსელები, არ იციან კამერებთან როგრ დავარცხნილად ისაუბრონ (ამიტომ ვერ იგებენ სუსთან და სტეფანესთან საინფორმაციო ბრძოლას დღემდე და ვერც თქვენამდე მოდის მათი გასაჭირი) გამთენიისას დგებოდნენ და იქიდან მოყოლებული შრომაში და ლოცვაში იყვნენ დაღამებამდე. საკუთარი ხელებით თოხნიდნენ, ბარავდნენ, რგავდნენ, ვენახს და ხეხილს უვლიდნენ, საქონელს უვლიდნენ და ძროხებს წველავდნენ. საკუთარი ხელებით აშენებდნენ მარნებს, კელიებს, საკუთარი ხელით უვლიდნენ ეპარქიის ეზოს და ყვავილებს... ამ ხალხმა 10-20 და ზოგმა მეტი წელი გაატარა იქ. სხვა ცხოვრება აღარც ახსოვთ რანაირია...

პარასკევს გამთენიისას საკუთარი კელიებიდან გამოყარეს ჩოხიანმა ბანდიტებმა, მაგ ფაქტზე სტეფან თქვა, ჩვენ არავინ გამოგვიყრია, შევედით და დავიკავეთ კელიებიო.. კი, ამ დროს ფეხზე იყვნე ის ბერ-მონაზვნები და საწოლებიდან არ გამოუთრევიათ... იმიტომ რომ იმ გამთენიას უკვე შრომობდნენ... მთელი დღე ლაივში ვუყურებდი გაწევ-გამოწევას და გულმა არ მომითინა, წავედი... რავი, მე რა უნდა მექნა, მაგრამ მივედი მაინც...

როცა ყველა დაკავებული გაათავისუფლეს, იცით რაზე ღელავდნე საღამოს? ძროხები რომ მოსაწველი იყო, მაგისთვის რომ არავინ მოიცლიდა შიგნით მყოფთაგან (რომლებიც ამათი დაყენებული ღვინით გამოსკდნენ, სხვათა შორის) და გაწვალდებიან ძროხებიო...

და ის კიდევ... მაგათთან როგორ მიდიხარ კაცო, სულ პიდარასტების ძახილში არიანო მითხრეს რამდენჯერმე... ადრე, თვეების წინ, როდესაც პირველად შევხვდი ამ ხალხს, ვისაუბრეთ მაგ საკითხზეც, ეგ სხვა პოსტის თემაა, აქ ძალიან გამიგრძელდება, მაგრამ ზუსტად ვიცი, არცერთი მათგანი არც ტაბურეტკით გამომეკიდება, არც ეკლესიის კართან მისულს მომაბრუნებს და არც კივილს დამიწყებს, ცოდვილი ხარო... სტეფანესგან განსხვავებით, რომელიც თავისიანებს უკეთებს უარესს."

ნანახია: (683)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას