logo.png

Beka Mindiashvili

 

"ბალდის მონასტრის ბერებს, რომლებიც საპატრიარქოსა და პატრიარქს მძიმე ცოდვებსა და დანაშაულებში ამხელენ, რასაც ეკლესია და სახელმწოფო უკეთებენ, როგორც მათ ექცევიან, მსოფლიო უსამართლობის სახელმძღვანელოებში შევა. ბერების განკვეთა, საეკლესიო სამართლის მიხედვით, საერთოდ არ ხდება და მით ემეტეს - მონასტრიდან მათი ძალით განდევნა. დაღუპულია ეს ქვეყანა ივანიშვილისა და საპატრიარქოს ხელში."

"დიდი უსამართლობა ტრიალებს ამ მართალი ბერების თავს. მათ ჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ბერებისთის ბერობის, ანუ მონაზვნობის ჩამორთმევა გაუგონარი მკრეხელობაა, - არ ხდება ეგეთი რამ საერთოდ, შეუძლებელია უბრალოდ ეგ, რადგან ბერობა არ არის საეკლესიო წოდება, ბერი არ არის საეკლესიო იერარქიის ნაწილი, ბერი ნიშნავს ახლიდან დაბადებულ, ქრისტესთვის მიძრვნილ ადამიანს, ამიტომ იცვლება მისი საერო სახელი, ამიტომ მიიჩენვა, რომ ბერი მკვდარია წუთისოფლისთის, მას აღარ აქვს საერო წარსული. ბერისთის მონაზვნობის წართმევა მის მკლველობას ნიშნავს, რადგან მხოლოდ და ხმოლოდ მონაზვნობაა მისი სიცოცხლე. ბერების ერთადერთი სახლი მონასტერია, მათ აღქთმის მიხედვით, არც მონასტრის დატოვება შეუძლიათ და არც რაიმე საკუთრების ფლობა. მათი გამოდევნა მონასტრიდან არის მძიმე დანაშაული როგორც საეკლესიო, ასევე საერო კანონმდებლობით, რადგან დაუშვებელია წაართვა ადამინს საცხვრებელი ადგილი. მხარში უნდა დავუდგეთ ამ ადამინებს ყველანი. არ შეიძლება ამაზე გაჩუმება."

წერს ბექა მინდიაშვილი.

ნანახია: (646)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას