logo.png

Vladi Narsia

"მეგობრებო, გუშინ გამიტეხეს ფეისბუქ გვერდი. როგორც გამოცდილმა ადამიანებმა დამარწმუნეს ეს დაუპატიჟებელი სტუმარი დიდი ხანია ჩემს პირად მიმოწერებს აკონტროლებს. თავი ნახევრად სუს-ელად შემომასაღა, მაგრამ შემდგომი მოკვლევით გავარკვიე, რომ საპატრიარქოს რუსულ ჯგუფს ყავს "ჰაკერები" დაქირავებული თეოლოგებისი მოსასმენად. არ ვხუმრობ, ასეთ პარადოქსში გვიწევს ცხოვრება - თეოლოგებს ჩუმად გვისმენენ და ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ე.წ. კრებსებში ნაჩვენები იერარქიის ამორალური სახე როგორმე სიყალბედ წარმოაჩინონ. და, აი როგორ!

გუშინ ცრუ სახელით ვინე "guram bondarenko" და "tamar bandarenko" შემოძვრა ჩემს ფბ გვერდზე და პირადი მიმოწერებით ჩემს მეგობრებთან, მათ შორის მანდილოსნებთან, დააგზავნა შეურაცხმყოფელი (სექსუალური) შინაარსის მესიჯები. ეს ისე გააკეთა, რომ ამ ტექსტების ავტორი თითქოს მე ვიყავი, და არა ეს ნაძრალა. ამის შემდეგ შემოძვრა ჩემი მეგობრების დახურულ ჯგუფში და ჩემი სახელით დაიწყო შეურაცხმყოფელი მესიჯების დაგზავნა. რატომ გააკეთა ეს? იმიტომ რომ ხვალ შესაძლოა ჩემს შესახებ გაავრცელოს რაღაც ტიპის ცრუ და ამორალური ხასიათის ინფორმაცია, ფორმით სუსის კრებსების მსგავსი, და როცა მე ვიტყვი რომ ეს ტყუილია, ასეთი რამ არასოდეს მითქვამს ან გამიკეთებიათქო, შემდეგ საპატრიარქოდან მიპასუხებენ - კრებსების ინფორმაცია მარტო შენს შესახებ არის სიცრუე და ჩვენს შესახებ სიმართლეო? წარმოგიდგენიათ, სხვა კომპრომატები რომ არ აქვთ რა მოიფიქრეს?! ნახეთ, მზაკვრობის და ბოროტების რა ხარისხის ადამიანები არიან თავმოყრილი მღვდლების და "ქრისტეს სპიკერების" სახელის ქვეშ საპატრიარქოში!

მეგობრებო, სერიოზული პრობლემის წინაშე დგას ქვეყანაც და ეკლესიაც. 30-იანი წლების დაბრუნებამდე ბევრი არაფერი გვიკლია. ყველა უნდა გამოვფხიზლდეთ, სანამ საბოლოოდ არ დასამარებულა იმედი ჩვენი ქვეყნის რუსეთის საპყრობილიდან განთავისუფლების."

წერს თეოლოგი ვლადი ნარსია.

ნანახია: (631)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას