logo.png

George Tiginashvili

 

"ვინ, ვინ და მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად უნდა უწყოდეს, რომ ამ ფორმაციის საქართველოს საპატრიარქო არის რუსეთის მეხუთე კოლონა; რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II არის ცნობილი რუსოფილი, პუტჩისტი, წითელი ინტელიგენციის ("ჩარეცხილების" - ავტ. მიხეილ სააკაშვილი) და კრემლთან ასოცირებული კრიმინალური სინდიკატების მესათბურე, პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალების უმთავრესი ლობისტი და მფარველი; რომ "ძირითადად საეკლესიო საკითხებში" მასთან თანამოაზრეობა არის პირდაპირი რღვევა სეკულარიზმის პრინციპისა და სწორედ ამიტომაც ესაა ქრისტიანული ფასეულობების პაროდირება! ამიტომ საბჭოთა პატრიარქთან პოპულისტური ფლირტი და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის პირდაპირი დაცინვა, ძვირად დაუჯდება და მხოლოდ კონტრპროდუქტიული და საზიანო იქნება შევარდნაძის იუსტიციის მინისტრისათვის, რომელიც თურმე "კონკორდატზეც მუშაობდა"!..

P.S. კიდევ ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ მორალური ფაქტორები და ისედაც პოლარიზებული გარემო არ მაძლევს ამის საშუალებას."

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

 

ნანახია: (642)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას