logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

"მიხეილ სააკაშვილმა, იგივე მიშა აღმაშენებელმა, დიახ ახალი საქართველოს აღმაშენებელმა, ღირსებასა და სიცოცხლეს შორის არჩევანი გააკეთა ღირსების და ქვეყნის გადარჩენის სასარგებლოდ, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ამიტომ ის არის ეროვნული გმირი და მისი ეპოქალური და ისტორიული მნიშვნელობა ასმაგი ხდება, ის გადის დემეტრე თავდადებულის და ლუარსაბ მეორის გმირულ გზას, რომელიც არის საქართველოსათვის თავის გაწირვა და მტრისათვის ჩაბარება, რომელიც დღეს არის "მეფე ბიძინა" (ა. თალაკვაძის სინტაგმა, სიტყვათშეთანხმება მისივე პანეგირიკულ-კერპთაყვანისმცემლობითი ლექსიდან ივანიშვილისადმი, იგივე ივანაშვილისადმი, ახალი ყაზან ყაენი და შაჰ აბას პირველი, მორალურად მათზე უარესიც, ისინი უცხოელები იყვნენ, ეს კი ეთნიკური ქართველია, იმერელი (არავითარი ებრაელი, როგორც დღეს მცდარად გავრცელებულია ოპონენტებში ჭორად), საქართველოს და ცივილიზაციის მოსისხლე მტერ პუტინთან ალიანსში მყოფი. ამიტომ ძნელია სამშობლოს გმირს, მიშას, მოუწოდო გმირობის და მსხვერპლის გაღების შეწყვეტა, ანუ შიმშილობის შეწყვეტა. პატრიარქით დაწყებული ყველა თანამემამულე მიშას კი არ უნდა მოვუწოდებდეთ შიმშილობის შეწყვეტას, არამედ ქოცთა მიერ მეფედ წოდებულ "მამამარჩენალ" ბიძინას უნდა მოვუწოდოთ ეროვნული გმირის და სახელმწიფოს აღმაშენებლის გათავისუფლება რუსთა(ვის) ციხიდან!

მრავალჟამიერ დღეგრძელობა მიშას და ქართველ ერს! ხოლო ოლიგარქ ივანაშვილს ეყოს რაც გადაჭამა და თავისი 5 მილიარდი დოლარითურთ მოშორდეს საქართველოს, სანამ ბოლომდე გაანადგურა ერი და სახელმწიფო.

ქოცობა ისეთივე სამარცხვინოდ ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში, როგორც "ქართველთა" ბოლშევიკობა, სტალინისტობა, კომუნისტობა, მხედრიონელობა, პუტჩისტობა!!!

P.S. ვის არ უნდა აღიაროს მიხეილ სააკაშვილის დამსახურება საქართველოს წინაშე? ვინც მისტირის კრიმინალურ მენტალიტეტს და ქცევებს, ვინც მისტირს რუსეთს, ვინც მოერგო "მეფე ბიძინას" კორუფციულ და ჩამყაყებულ დაჭაობებულ სისტემას და ბაყაყებივით თავს კარგად გრძნობენ ამ ჭაობში."

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (651)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას