"მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ საკითხებში არ ვეთანხმები დეკანოზ ილია ჭიღლაძის პოზიციას ამ ფაილების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მისი როგორც მართლმადიდებლისა და სასულიერო პირის პირდაპირი მოვალეობაა პირუთვნელად ამხილოს საპატრიარქოს მთელი სისტემა სწორედ იმ წესებისა და კონენების საფუძველზე, რაც საღმრთო წერილითა და სჯულის კანონითაა გათვალისწინებული. სწორედ ამ წესებსა და კანონებს მისდევს მამა ილია და ის ამის გამო, ამ წრეგადასული სიბინძურისა და დანაშაულისგან ეკლესიის დაცვის გამო, გამუდმებით იდევნება ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ, ისევე როგორც სხვა გაბედული თეოლოგები. თავის ბრძოლაში მამა ილია და ქრისტიანობისთვის ყველა მებრძოლი ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებენ."
წერს ბექა მინდიაშვილი.
ნანახია: (580)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას