"იმ მოცემულობაში, როდესაც სინოდში გვყვავს ლუსტრირებული გარყვნილი მრუშები, მამათმავლები, ლოთები, პედოფილი, კრიმინალები, ლუსტრირებულია გახრწნილი იერარქია, რომელიც ამავე დროს უმეტესწილად არის სასულიერო ანუ თეოლოგიური განათლების არ მქონე, ან ნახევრად განათლებული, ამ ნაგვებმა კი მთელი სასულიერო დასი ანუ კლიროსი ასევე დიდწილად თავისნაირებით აავსეს და ააყროლეს ეკლესია, დღეს ყველაზე მეტად შეიძლება ითქვას ცნობილი ანდაზა, რომ საქართველოს ''უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენ". ასეთ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად მესახება ის, რომ პატიოსანმა და მორწმუნე მრევლმა დატოვონ დროებით ეკლესიები, სანამ არ განხორციელდება დიდი წმენდა და კანონიკური რეფორმები ეკლესიაში. სხვანაირად, როგორ უნდა დაიცვას თავი ამ ფარისევლური სატანური რუტინისგან და ფსევდო-ქრისტიანობისგან თავი ადამიანმა?! ღვთის ტაძრები ავაზაკთა ქვაბადაა ქცეული, შესაბამისად რა ზიარება და ერთობა შეიძლება ჰქონდეს პატიოსან და ღვთისმოსავ ადამიანს ამ ბილწებთან და მტაცებელ მგლებთან??? არავითარი!!! მათ უნდა განეშორო და ასე დაიცვა საკუთარი თავიც და ახლობლებიც. დაე, დაიცალოს ხალხისაგან სიცრუის და სიბნელის ადგილად ქცეული ქვის ტაძრები, რათა სულიერი ტაძარი აღშენდეს და ჭეშმარიტი თაყვანისცემა აღესრულებოდეს ღვთისა! დაე, შეიმუსროს ყოველგვარი კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტეს სახელით ბოროტების და სიბილწის პარპაში ჩვენს ერში! დაე, ერმა გაწმინდოს თავისი ეკლესია და მოაწყოს ახალი რუის-ურბნისი, ხოლო იქამდე განეშორეთ სიბილწეს და "ნუ თანაეზიარებით საქმეთა მათ ბნელისათა"!
ქართული ეკლესია დღეს გადასარჩენია ამ სიბილწისგან! ქართული ეკლესიის დაცემა სულიერად აისახება მთელი ერის და სახელმწიფოს დაცემასა და გაუბედურებაში, ამიტომაც არის უნაყოფო ქართველი ერის ლოცვა და ღვთისმოსაობა ამჟამად და დედამიწაზე ერთერთ ჩამორჩენილ, ბოგანო და გაუბედურ ხალხად იქცა იგი, სადაც მხოლოდ საეკლესიო და პოლიტიკური მცირერიცხოვანი "ელიტა" დუღს და გადმოდუღს. გადასარჩენია იგი არა მხოლოდ ქრისტიანული და ზნეობრივი მოსაზრებით, არამედ სახელმწიფოებრივი და სოციალური მიზნით, რადგან მისი ამ სახით ყოფნა ძირს უთხრის ქვეყნას და მის ცივილიზაციის გზით სვლას, ითრევს რუსულ-კრემლისტურ ჯოჯოხეთურ უფსკრულში და ერის მასობრივ გამოთაყვანება-დეგნერაციას ახდენს, ხოლო ჯანსაღ ეკლესიას რეალურად დიდი ძალა შესწევს კრიმინალის, ცრუმორწუნეობის, სიბნელის, სოციალური უთანასწორობისა და რუსული იდეოლოგიური გავლენების დასაძლევად ჩვენს ხალხში. ჯანსაღი ეკლესია საზოგადოების ჰარმონიზაციის და სოლიდარულობის ხელშემწყობია და არა ისე როგორც ახლა ხდება საქართველოში, ხოცვა-ჟლეტის და მუდმივი დაპირისპირების ინსპირატორი."
წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
ნანახია: (997)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას