"ბევრს არ სჯერა, როცა ვამბობ რომ ილია მეორე ყველანაირ გახრწნილებას ხელს აფარებს და ცდილობს არ დასაჯოს, ვითომც ძალიან მიმტევებელია. სინამდვილეში როგორი მიმტევებელიცაა მისი ოპონენტი სასულიერო პირების განადგურებაში კარგად გამოსჭვივის 1977 დან დღემდე. იხილეთ რა ხდება ხონი-სამტრედიის ეპარქიაში:
08.10.19, 19:54:44] Akaki Nemsadze: ხონი-სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ „შიო მღვიმის მამათა მონასტრის" წინამძღვარ საბა ჯიშკარიანს აცნობა, რომ შეხვდა პატრიარქს, რომელსაც უამბო სოფელ კუხის წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარ გაბრიელ კირთაძისა და ნ. ლ.-ის სექსუალური კავშირის შესახებ (ნ. ლ. არის ორსულად). მიტროპოლიტის თქმით, უწმინდესმა გ. კირთაძის დასჯისგან თავი შეიკავა და მას (გიგიბერიას) სთხოვა სასულიერო პირს მიაქციოს სათანადო ყურადღება.
12.12.19, 17:05:53] Akaki Nemsadze: ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა გიგიბერია „შიო მღვიმის მამათა მონასტრის" წინამძღვარ საბა ჯიშკარიანთან საუბარში დაინტერესდა სოფელ კუხის წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარ გაბრიელ (კობა) კირთაძის (პ/ნ 5500....) მონასტერში ქცევის წესით (ეს უკანასკნელი მრევლის წევრის, ნ. ლ-ის დაორსულების გამო პატრიარქის გადაწყვეტილებით ს. გიგიბერიამ განამწესა ს. ჯიშკარიანთან). ს. გიგიბერიას თქმით, ნ. ლ-ის ოჯახის წევრები გამუდმებით კითხულობენ გ. კირთაძის ყოფას და ამ უკანასკნელისგან ითხოვენ შვილზე მეურვეობის აღებას და გვარის მიცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებიან სასამართლოში ჩივილით. მიტროპოლიტის თქმით, მან აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა პატრიარქი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ზემოხსენებული სასულიერო პირი ნამდვილად არის ნ. ლ-ის მომავალი შვილის ბიოლოგოური მამა, აუცილებლად უნდა მისცეს გვარი. მღვდელმთავრის თქმით, იგი ამ ეტაპზე ახერხებს სიტუაციის გაკონტროლებას, თუმცა ეჭვობს, რომ საბოლოო ჯამში გ. კირთაძე შვილთან დაკავშირებულ პროცედურებს გვერდს ვერ აუვლის.
___
გვარი მისცესო, თქვა დიდსულოვანმა უუწმინდესმა და იყოს მღვდელიო"
წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
ნანახია: (1022)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას