logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

"ორი დღის ვადას ვაძლევ ყველა მრუშ და მამათმავალ ეპისკოპოსს, გადადგნენ კათედრებიდან, ანუ დატოვონ ეპარქიები, სინოდი და ხარისხი (წოდება) საკუთარი განცხადებით და დიდი ბოდიშის მოხდით ერის შინაშე, რომ ატყუებდნენ ხალხს და ბილწავდნენ საეპისკოპოსო საყდრებს, ხრწნიდნენ ღვთის სამწყსოს, მათ შორის მრევლს, მორჩილებს, მონაზვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სათითაოდ გამოვდებ ყველას თავისი საყვარლებიანად და მერე იტყ...აურონ რამდენიც უნდათ. დღეს არის 26 სექტემბერი, 29 სექტემბრამდე გაქვთ ვადა! 29 სექტემბერი იქნება თქვენი საშინელი სამსჯავრო, თქვე ნამუსგარეცხილო აფერისტებო და ეკლესიის მჭამელო ღორებო!

 

მოვუწოდებ ჭყონდიდის ეპარქიის მღვდლებს, მიტროსან დეკანოზების კონსტანტინე კაჭარავას და გოჩა ცაავას წინამძღოლობით, მოეშვით ვაზელინობას, მაიმუნობას, ჩუკენობას (გულდედლობას), დაუმორჩილებლობა გამოუცხადეთ მოძალადე მრუშ სტეფანეს, დაიცავით თქვენი ძმა ბერები და დედები მისი ძალადობისაგან. გამოფხიზლდით და ქვემძრომობა-ქვეშაფსიობიდან და ივაჟკაცეთ, თორემ ჯოჯოხეთად გექცევათ ეგ საეკლესიო წოდებები და მღვდელმოქმედება. პატივისცემით მოვუწოდებ ასევე მიტროპოლიტ პეტრეს, რომ არ დაუშვას პოლიციის ძალებით მისი მომხრე და გულმართალი ბერ-მონაზვნების დაწიოკება და საკუთარი ხელით და ავტორიტეტით მარტვილ-აბაშაში დაიცვას ისინი."

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (1002)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას