logo.png

Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე

 

"საშუალო ფენა და საშუალო კლასი

შუა უდევს დიდი ზღვარი.

დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში არსებობს საშუალო ფენა, რომელიც კარგად იკვებება, შეუძლია იყიდოს სახლი, ავტომობილი, ბოლო მოდელის აიფონი, მაცივარი თუ კონდიციონერი, ოღონდ ეს საშუალო ფენა "იკვებება" და იმყოფება უმაღლესი ელიტების მფარველობის ქვეშ და არსებულ სისტემას იცავენ.

ანუ მეცნიერულად ეს არის არსებული ფეოდალ ოლიგარქიული მმართველი ელიტების ე.წ. "არისტოკრატია".

ნუ არისტოკრატებამდე ბევრი კი უკლიათ, ოღონდ ტერმინია ასეთი.

სსრკ-ს წითელი ინტელიგენცია ჰყავდა არისტოკრატიის სტატუსში.

საშუალო ფენის "არისტოკრატია" უზრუნველყოფს სისტემის არსებობას.

ელექტორალურად ადმინისტრაციული რესურსის დამატებითი ძალა.

დანარჩენი ვართ ღატაკი "პლებეები", ან "პროლეტარიატი*.

საშუალო კლასი კი სულ სხვა მენტალობის და იდეოლოგიის მატარებელია.

ოღონდ საშუალო კლასი ყალიბდება ეკონომიკურად დამოუკიდებელი მოქალაქეებისგან, ვისაც საკუთარი შრომით და ნიჭით "კრიშების" და ბლატების გარეშე შეუძლია იგივე რაც საშუალო ფენას.

ჰოდა არ გვყავს საშუალო კლასი იმ მიზეზის გამო რაც არაერთხელ ვთქვი, არ არსებობს ეკონომიკური დამოუკიდებლობა, არ გვაქვს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა..

ამ სტრიქონებს როცა კითხულობს საშუალო ფენის წარმომადგენელი, მშვენივრად ხვდება რომ მე ვარღვევ მის კომფორტის ზონას.

ხვდება რომ მას ლიბერალური ბაზრის პირობებში არ ეყოლება მფარველი, არ ეყოლება "კრიშა" და მოუწევს მოერგოს კონკურენტულ ეკონომიკას რაც მისთვის ძალიან პრობლემატურია.

ეს ნიშნავს მის უზრუნველ, ბლატებით მიღებული შემოსავლების დასასრულს, ამიტომ მისთვის მე, ჩემი ლიბერალური აზრებით მისი პირადი მტერი ვარ.

ოღონდ არ ვარ მტერი,

როგორ გავაგებინო ასეთს რომ ის ქონება და შემოსავლები რაც მას ახლა აქვს ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაქრეს, იმიტომ რომ ან მისი "კრიშა"პატრონი ასე მოინდომებს, ან მის პატრონს რაღაცა მოუვა და უფრო დიდი პატრონი "შეჭამს". ისიც კი შეიძლება მოხდეს რომ შვილებს ქონებასაც ვერ დაუტოვებს.

არ ვარ მტერი, სამართლიანობა მინდა. ასეთსაც სჭირდება სამართლიანობა და პატიოსანი პარტნიორები.

ოღონდ ასეთ უწესო სისტემაში სწორედ უწესო პარტნიორები მოუღებენ ბოლოს და ასევე უწესო მოსამართლე სულაც ციხეში ჩასვამს.

ილუზიები არ მაქვს.

საბოლოო ჯამში ქართული საზოგადოების საშუალო ფენა ცხოვრობს მისი მფარველი მმართველი ელიტების კორუფციული ფულით.

კორუფცია კი არის კრიმინალი. კრიმინალურად მოპოვებული კაპიტალის პატრონებს ღირებულებებზე ზნეობაზე და სინდისზე რა უნდა ელაპარაკო?

ასე რომ მირჩევნია მტრად დავრჩე."

წერს თეიმურაზ ზაქრაძე.

ნანახია: (633)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას