"ოკუპირებულ ქვეყანაში სადაც ოკუპანტი ყველანაირ ბინძურ მეთოდებს იყენებს ტერაქტების ჩათვლით, გიგანტური ჰესის აშენება მოსკოვის მორჩილი ხელისუფლების დროს უსაფრთხო რომ გგონია ან იდიოტი ხარ ან ქვეყნის მტერი..
ჭყონიას ჰკითხეთ ვინმემ ,აქვს გარანტია რომ ამ უზარმაზარი ჰესის მშენებლობის დროსვე არ იქნებოდა ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მასალა რომელსაც მოსკოვი აამოქმედებს საჭირო დროს?
ვის გაქვთ ამის გარანტია?
საიდან უნდა გქონდეთ რამე სიკეთის გარანტია ტოტალურად "მოსმენილ" საქართველოში?
თუ ესეც ფანტასტიკის სფეროდან, შეთქმულების თეორია გგონიათ?
არ ჰქონია ტერაქტები ჩვენს მიწაზე მოსკოვს?
თუ სულ იმ აზრით ცხოვრობს არიქა ჩემს ქართველებს ცივი ნიავი არ მიეკაროსო?
ნამოხვანის გიგანტური ჰესის აშენება ჯერ კიდევ კომუნისტებმა დაგეგმეს, მაგრამ ვერ გაბედეს, იმიტომ რომ რელიეფის გამო ბევრი სპეციალისტი იყო წინააღმდეგი.
ოღონდ ამ ჰესის არაშენებასაც კარგად იყენებს მოსკოვი პროპაგანდისთვის.
ახლა აშენების მომხრეები აფრიალებენ არიქა ახლა რუსეთიდან ვყიდულობთ ელექტროენერგიასო.
თელასი რომ რუსულია და ჩუბაისის
"რაო ეს" რომ მართავს მაგას რა ვუყოთ?
მითუმეტეს როცა კარასინი აბაშიძის ფორმატით ყველა ბარიერი აქვს მოხსნილი მოსკოვის ოლიგარქიულ კაპიტალს და ისედაც ბოგინობს ქვეყანაში.
ჰოდა რა ლოგიკით იღებთ ხმას ჰესების მომხრეები ოლიგარქის ოცნების სასარგებლოდ?
ერთი ძალიან საეჭვო ჰესი გადაწყვეტს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას?
მხოლოდ ორი ვარიანტია პასუხის
ან მოგწონთ სასარგებლო იდიოტების როლში ყოფნა.
ან ოლიგარქიულ წილში იმყოფებით და ასეთი პიარისთვის კარგ ფულს გიხდიან.
ოლიგარქიულ მონოპოლურ ეკონომიკაში ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე მსჯელობა არის სრული აბსურდი.
ოლიგარქიულ ოცნებას ყოველ წუთს აგინებთ, სამართლიანად მოუწოდებთ ამომრჩეველს არ აირჩიოთო და ამავე დროს ასეთი ხელისუფლების მიერ დადებული კონტრაქტი რომელი ნიშნით და რომელ ნაწილში იქნებოდა სასიკეთო სახელმწიფოსთვის?
ჰოდა რა?
პასუხის მეორე ვარიანტია უფრო თუ პირველი?
ორივე პასუხი რომ არ ვარგა ხვდებით?"
წერს თეიმურაზ ზაქრაძე.
ნანახია: (633)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას