logo.png

Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე· 

"კითხვაზე გვეშველება რამე?

მაქვს შემდეგი პასუხი.

უარყავით მემარჯვენე იდეოლოგიის ნებისმიერი გამოვლინება, არ ენდოთ მემარჯვენე პოლიტიკოსებს და პოლიტ ელიტებს.

კონსერვატიული იდეოლოგია არის საქართველოს საწამლავი და ის ტოქსიკური და უზნეო გარემო რაც არის შექმნილი არის სწორედ მემარჯვენე კონსერვატიული ვერტიკალის, ოლიგარქიის და საბჭოელი ელიტების მიერ შექმნილი ზვიად გამსახურდიას ლიბერალური, ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ.

მემარჯვენე კონსერვატიული ვერტიკალური, ფარაონული მმართველობის სისტემის შედეგია ეს უკიდეგანოდ ამორალური და უზნეო ჭაობი რაც გვაქვს, რომელიც ადამიანების სულებს და ცხოვრებას ხორცსაკეპი მანქანასავით სრისავს და ასახიჩრებს.

მესმის რომ ძალიან გინდათ ენდოთ რომელიმე ლიდერს.

მესმის გინდათ ვინმეს იმედი მაინც რომ გქონდეთ, მაგრამ მასე არ ხდება.

პოლიტიკა არის ინტერესები.

ქვეყნის და ჩვენი ინტერესების გამტარებელი ლიბერალური პოლიტიკური ძალები ჩვენ არ გვყავს.

მემარჯვენე იდეოლოგია იტყუება ყველაფერში.

ჩვენ არ გვაქვს მემარჯვენე და მემარცხენე ლიბერალური პარტიების იდეოლოგიური კონკურენციის გარემო.

კონსერვატიზმი მონოპოლურად ფლობს ძალაუფლებას.

პოლიტიკურ ველზე ლიბერალური ძალები, პარტიები და ლიდერები უბრალოდ არ არსებობენ.

ყველა პოლიტიკური პარტია და თითქმის ყველა ლიდერი სხვადასხვა ხარისხით და უნარით არის მემარჯვენე და ოლიგარქიული სისტემის შენარჩუნება არის მათი მიზანი.

დიაცმა ჩერგოლეიშვილმა ამაყად გვამცნო რომ მისი მეუღლე მიუხედავად დაბალი რეიტინგისა, მაინც ახდენს გავლენას პოლიტიკაზე, როგორც ხელისუფლებაში ისე ოპოზიციაში ყოფნის დროსო.

დაფაზე არ არის დაფის უკან დგასო.

თქვენ წარმოიდგინეთ და ვეთანხმები.

ბოკერია ნამდვილად არის მთავარი კონსერვატიული იდეოლოგი და პოლიტიკური პროცესების რუხი კარდინალი.

ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოახერხა ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის გაუქმება, რის შედეგადაც იყო ეკონომიკის ზრდა პირველი წლები.

ოპოზიციაში ყოფნის დროს კი ყველა არჩევნები მოაგებინა ოლიგარქიულ ოცნებას.

თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიაში მის მიერ დასმული ლიდერები არიან.

რა თქმა უნდა ის არ არის ყოვლისშემძლე მარტომ რომ მართოს.

ზურგს უმაგრებენ.

ვინ?

ამერიკელი რესპუბლიკელები, რომლებიც არიან მოსკოვის მოკავშირეები და აღიარებენ მოსკოვის გავლენის სფეროებს. ამიტომაც არის ტრამპის ამდენი ქომაგი.

ანუ გვყავს მემარჯვენე კონსერვატიული "ძმების" მოსკოვის და ამერიკელი რესპების ერთობლივი წარმომადგენელი რუხი კარდინალი ბოკერია რომელიც მართავს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებს.

ამერიკელი რესპების ბობოლა სპონსორების სასიცოცხლო ინტერესებშია რუსეთის ფედერაციის შენარჩუნება.

თუ არ იცით რესპების სპონსორები ინებეთ.

როკფელერები, როტშილდები, სოროსი პლიუს მოსკოვის ოლიგარქები დერიპასკა, აბრამოვიჩი, ვექსელბერგი, ავენი და მათ რიგებში გამდიდრებული და მოვლენილი ივანაშვილი.

სწორედ ამ ფულის ტომრების ოლიგარქიული ფულით არის ნაყიდი ჩვენი ქვეყნის მმართველი ელიტები და ოლიგარქიული შავი ბაზრის ოფშორებიდან კონტროლდება საქართველოს ეკონომიკა.

იგივეა უკრაინაშიც.

ამაზე არაერთხელ მოგახსენეთ ადრეც.

იგივე ჩერგოლეიშვილის მიერ გაზპრომზე მიყიდული სატელევიზიო გადაცემა ამ უშუალო კავშირის მტკიცებულებაა.

აბა სცადეთ და მიყიდეთ რამე გაზპრომს.

გაზპრომი არადროს იხდის ფულს პოლიტიკური ინტერესის გარეშე.

ასე რომ ქვეყნის გადარჩენა ვისაც გინდათ არ ენდოთ მემარჯვენეების არც ერთ სიტყვას.

ერთადერთი მოთხოვნა რაც უნდა გვქონდეს პოლიტიკური კლასის მიმართ არის სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის დაკანონება.

დამოუკიდებელი საფონდო და სასესხო ბაზრები.

სახელმწიფოსგან და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი თვითრეგულირებადი საბანკო და საბირჟო სისტემები.

საბირჟო სისტემა სულ არ გვაქვს.

ამის შედეგია რომ არ არის სამუშაო ადგილები, არ არის საშუალო კლასი, არ არის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება, არ არის მოქალაქეების ინტერესების დამცველი ლიბერალური პარტიები და არ არის და ვერც იქნება სამართლიანობა.

ასე რომ გამოიჩინეთ ვაჟკაცობა და გაბედეთ დაპირისპირება კონსერვატიულ პოლიტიკურ კლასთან.

ნებისმიერი მსჯელობა იმაზე რომ კონსერვატორებიც კარგები არიან არის დემაგოგია,

იმიტომ რომ კონსერვატორის მადა დემოკრატიულ ლიბერალურ სისტემაში შეზღუდულია კანონებით. კონსერვატიულ ავტოკრატიაში კი შემაკავებელი არაც არავინ ჰყავს, სრულად ბატონობენ და ნებისმიერ სიბინძურეზე მიდიან ძალაუფლება რომ შეინარჩუნონ.

ასე რომ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს.

ყველაფერზე რაც ქვეყანას სჭირს პასუხს აგებენ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის მმართველი ელიტები.

რაც ბერი ის ერი.

ასე არის სწორი გამოთქმა."

წერს თეიმურაზ ზაქრაძე.

ნანახია: (603)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას