logo.png

George Tiginashvili

 

"საუბედუროდ, კრემლმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რენეგატი და კოლაბორაციონისტი ქართველების ხელით გაენადგურებინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ამისათვის მათ მიერ დაქირავებულმა და ჩანერგილმა მეხუთე კოლონამ წარმატებით იმუშავა. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის შემდეგ (1927 წ.) - ვიდრე აქამომდე ჩვენ გვყავს კონფორმისტი, არათავისუფალი, რუსეთის რეზიდენტი და ზნეობრივად კომპრომიტირებული პირველიერარქები, რომელნიც საბჭოთა КГБ-სა და დღევანდელი ФСБ-ს გაწითლებულ აგენტურას წარმოადგენენ. შედეგიც სახეზეა: პედოფილები, ჰომოსექსუალები, მრუშები, თაღლითები, ნარკოდილერები, გაუნათლებლები, გაზულუქებული ნარცისები, ჯადოქრები, რეციდივისტები და ფანატიკოსი ბნელები - საკადრო სფეროში!

ამ ყოველივეს შემოქმედ ილია II-ს კი, რომელმაც დახლზე დადო სულიწმინდა, საროსკიპოსა და ჰარემს დაამსგავსა ეკლესია და სავაჭრო საქონლად აქცია მადლი, ბრბო კვლავაც "ცოცხალ წმინდანად, ნამდვილ ბერად, ასკეტ მოღვაწედ და პატრიოტ მამულიშვილად" მიაჩნია და ისევ თეოლოგებს აცხადებს ეკლესიის მტრებად.

არადა სწორედ ეს თეოკრატიული და კლერიკალური წყვდიადია კაცობრიობის, სახელმწიფოებრიობისა და ქრისტიანობის რეალური მტერი!

P.S. კრებსებმა ნათლად დაგვანახა ვინ არის ქრისტეს გამყიდველი!"

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (604)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას