logo.png

Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე

 

"ბაიდენმა გამოსცა განკარგულება რომ გასაჯაროვდეს 11 სექტემბრის ტერაქტის გამოძიების მასალები.

გენერალური პროკურორი ვალდებულია გაასაჯაროვოს მასალები 6 თვის განმავლობაში.

ანუ მსოფლიო მალე იხილავს რეალურად რა ძალები იდგნენ ამ სასტიკი ტერაქტის უკან.

ეს არის უმნიშვნელოვანესი რამე.

ბაიდენი ზელენკის შეხვედრა იყო ყინულიანი შხაპი მოსკოვისთვის.

ქართულ მედიაში სრულიად საპირისპირო, ილარიონოვისეულ ტყუილებს ავრცელებენ ტრამპისტი კონსერვატორები.

არ დაიჯეროთ.

უკრაინას ბევრი სამუშაო აქვს კორუფციულ ოლიგარქიასთან ბრძოლაში, ოღონდ უკრაინის დაბრუნება "რუსულ სამყაროში" ყოვლად გამორიცხულია.

გარდა ამისა დაუბადებლად მოკვდა მოსკოვის კავკასიური გეოპოლიტიკური გეგმა 3+3.

თურქეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა ირიბად უკვე აღიარეს.

ავღანეთიდან ნატოს გამოსვლა იყო სწორი ნაბიჯი და ამით დასრულდა არამარტო რესპუბლიკელი ქორების კორუფციული სალაფავი, არამედ ავღანეთი თუნდაც თალიბების ხელში ჩაერთვება გლობალურ გეოპოლიტიკურ პროცესებში და განაცხადეს კიდევაც რომ ჩინეთს განიხილავენ პარტნიორად.

ჩინეთის ინტერესი ავღანეთის მიმართ, როგორც აბრეშუმის გზის აღმოსავლურ კვანძთან მიმართებაში, მთლიანად აბრეშუმის გზის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯია.

კიდევ უმთავრესი შედეგი, ავღანეთის გეოპოლიტიკური ჩართულობა ნიშნავს არც მეტი არც ნაკლები შუა აზიის ქვეყნების მოწყვეტას მოსკოვის ორბიტიდან (!).

ასე რომ მოსკოვს ძალიან ცუდად აქვს საქმე.

ახლოვდება მტკიცებულებები რომ მოსკოვი ნარკოტრაფიკის მფარველი ქვეყანა არის და გარდა ამისა დავუბრუნდეთ ამ პოსტის პირველ აბზაცს.

11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზების ფესვებიც მოსკოვისკენ მიდის და სწორედ ამ სიმართლეს გაიგებს ამერიკა და მსოფლიო.

ამას რა შედეგები და როგორი დონის სანქციები მოყვება ჯერ ვერ წარმოვიდგენ.

გარდა ამისა, ოფშორული პოლიტიკა მიიღებს იმაზე მძლავრ დარტყმას ვიდრე იყო ობამას დროს.

ობამამ მაშინ მხოლოდ ნიადაგი მოსინჯა და მხოლოდ რამდენიმე ოფშორულ ზონას წაუჭირა კისერში ხელი.

ამჯერად შეტევა უფრო მასშტაბური და მძლავრი იქნება.

შეიძლება ოფშორული პოლიტიკა სულ მთლიანად გადაიხედოს.

ბაიდენი დაპირებულია რომ ობამას მესამე ვადა ვიქნებიო, სიტყვის კაცია, ეჭვიც არავის შეგეპაროთ.

ასე რომ აქაურ წვრილწვრილ ოლიგარქიას იმის იმედი თუ აქვს რომ სადმე დამალავენ მოპარულ მილიონებს ძაან ეშლებათ.

არჩევნებს რაც შეეხება.

ქართულ ოცნებას მოუწევს პოზიციების სერიოზულად დათმობა.

ბოლოს თხოვნა.

ნუ აძლევთ თქვენი აზრებით მანიპულაციის უფლებას ტყუილი და ფეიკი ინფორმაციებით ანტილიბერალურ მედიას და პოლიტიკურ წრეებს."

წერს თეიმურაზ ზაქრაძე.

ნანახია: (627)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას