"პატიოსნება ფარდობით და რელატიურ ცნებად იქცა დღევანდელ ეკლესიაში. მაგალითად: თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი მილიონერი, ჰომოსექსუალი, მრუში და ნარკომანი არ არის, მასზე იტყვიან, რომ ის პატიოსანია. ცხადია, ერთი შეხედვით ეს ასეა, მაგრამ ნუთუ პატიოსნების სრულფასოვანი გაგებით მხოლოდ ამ ქმედებებზე უარია წესიერება? განა არ ევალება პატიოსან კაცს უკეთურებასთან ბრძოლა, ბოროტებასთან შეუგუებლობა და უხამსობის მხილება?! - "ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ" (ეფეს. 5,11). ღირსეული ეპისკოპოსი და მღვდელი კელიაში და ოთახში შეყუჟული თაგვივით კი არ უნდა ცხოვრობდეს, არამედ მართლმკვეთელ პოზიციებსა და ჭეშმარიტებას უნდა ამოწმებდეს საჯაროდ და ღიად!
სხვა მხრივ კი ეგეთი "პატიოსანი" ამ ქვეყანაში ნებისმიერი ლამარა ბებია და დათიკო პაპაა, და ვაკურთხოთ იღუმენიად და ეპისკოპოსად?
ასე, რომ როგორც ნახევრად ორსული არ არსებობს, ისე არ არსებობს "თავისთვის პატიოსანი" სასულიერო პირი, რომელიც საკუთარ კონფორმიზმსა და სიმხდალეს "სულიერებით" ნიღბავს!
წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
ნანახია: (642)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას