"ესე იგი, ბოლო ჟამის ანუ აპოსტასიის (განდგომილების) პატრიარქად წოდებულ ილია მეორეს ჩაგრულის და გაჭირვებულის დასაცავად ხმა ხომ არასოდეს ამოუღია, არცერთი ხელისუფლების არანაირი ავაზაკობა და დანაშაული არ უმხილებია, მხოლოდ ზვიად გამსახურდიას კბენდა: "დემოკრატია უნდა დაიცვას და ოპოზიციის აზრი გაითვალისწინოსო", სისინებს 1991 წლის ინტერვიუში, ხოლო 1992 წლის სააღდგომო ეპისტოლეში განაცხადა, კულტად არ უნდა აქციოს თავიო- "ხშირია შემთხვევა, როცა თანამდებობის მქონე თავისი არასწორი საქციელის გამო იქცევა კერპად". ეს 1992წ. აპრილის სააღდგომო ეპისტოლეა!
წარმოგიდგენთ დანიელ სავანელის წერილს მცირედი შემოკლებით:
"1992 წ. აპრილის სააღდგომო ეპისტოლე, ხელისუფლებიდან ამბოხებით ჩამოშორებული პრეზიდენტ გამსახურდიას ვითომ შეფარული და სინამდვილეში კვლავ აღვირახსნილი უსამართლო კრიტიკაა. ხოლო პირსისხლიანი, ქვეყნის დამაქცევარი პუტჩისტების არანაირი კრიტიკა და პუტჩის არანაირი გმობა. ამონარიდი:
"განა ამაზე არ მეტყველებს ის დაპირისპირება, რასაც ამჟამად ქართველთა შორის აქვს ადგილი? განხეთქილების მიზეზად შეიძლება ესა თუ ის პიროვნება დავასახელოთ, მაგრამ პიროვნებას რომ დასაყრდენი არ ჰქონდეს ხალხის ფართო მასებში, ეს არ მოხდებოდა".
განხეთქილების მიზეზად შეიძლება ესა თუ ის პიროვნება დავასახელოთ (გულისხმობს ზ. გამსახურდიას-ავტ.), მაგრამ პიროვნებას რომ დასაყრდენი არ ჰქონდეს ხალხის ფართო მასებში, ეს არ მოხდებოდა (გამსახურდიას დასაყრდენი რომ არ ჰქონდესო - "ფართო მასებშიო" -, დაპირისპირება და ომი არ მოხდებოდაო-ავტ.) ". ამ ამონარიდში სრულად იგულისხმება მხოლოდ ზვიად გამსახურდია და მისი მომხრეები. მისი აზრით, პირადად მარტო რაც მოხდაო, არამედ მისი მხარდამჭერების ბრალიც ყოფილაო, ის დაპირისპირება რაც 1991-92წწ. დეკემბერ-იანვარში და შემდეგ მოხდაო. ზვიად გამსახურდიას დასაყრდენი, რომ არ ჰქონოდა - "ფართო მასებშიო" - და ფართო მოსახლეობაშიო, თურმე დაპირისპირება არ მოხდებოდაო. ამ ეპისტოლედან გამომდინარეობს ის, რომ რაც 1991-92წწ. სამხედრო-კრიმინალური პუტჩის დროს და შემდგომ მოხდა, ზვიად გამსახურდიას ბრალი ყოფილა და არა მარტო მისი, არამედ მისი მომხრეებისაც, რადგან მის მომხრეებს მხარი, რომ არ დაეჭირათ გამსახურდიას ხელისუფლებისათვის, თურმე დაპირისპირება არ მოხდებოდა, გამსახურდია თავისი ხალხის მხარდაჭერის გარეშე, ადვილად წავიდოდა ხელისუფლებიდანო, ხელისუფლება დაპირისპირების გარეშე შეიცვლებოდაო და კიტოვან-იოსელიანის ბანდები, უბრძოლველად და წინააღმდეგობის გარეშე აიღებდნენო ხელში ძალაუფლებასო.
კვლავ ამონარიდი 1992წ. სააღდგომო ეპისტოლედან და კვლავ პრეზიდენტ გამსახურდიას შეფარული და სინამდვილეში კვლავ აღვირახსნილი უსამართლო კრიტიკა, ამონარიდი:
"განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქვეყნის განმგებელთ - როგორც საერო, ისე სასულიერო პირთ. ხშირია შემთხვევა, როცა თანამდებობის მქონე თავისი არასწორი საქციელის გამო იქცევა კერპად. წმიდა მამები გვარიგებენ, რომ ხალხზე მოქმედება და მისი მოქცევა უნდა მოხდეს ისე, რომ ჩვენ ჩრდილში დავრჩეთ, ხოლო ერმა უპირველესად ადიდოს ღმერთი და არა კაცი.".
აქ გამსახურდია თურმე თავისი არასწორი საქციელის გამო, კერპს არის შედარებული, რომელმაც თავად აქცევინა ხალხს საკუთარი თავი კერპად. ეს კონკრეტული ამონარიდი, ერთი-ერთში ემთხვევა, მეამბოხე-პუტჩისტთა ბრალდებებს ზვიად გამსახურდიას მისამართით.
კვლავ ამონარიდი სააღდგომო ეპისტოლედან: "ამგვარი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი დავით აღმაშენებლის ზნეობის, მისი სულიერი სიწმინდის მაჩვენებელია; ამის საწინააღმდეგო მაგალითია, ვთქვათ, ნაბუქოდონოსორი, რომელმაც თავისი კერპი აღმართა და უნდოდა ყველას თაყვანი ეცა მისთვის იმიტომ, რომ მისი მიზანი იყო ამქვეყნიური, მიწიერი დიდებისა და ნეტარების მოპოვება, თავისი „მეს“ დამკვიდრება.
ასე რომ, პიროვნების როლი და შესაძლებლობა კაცობრიობის ცხოვრებაში განუზომელია. მას შესწევს ძალა, ღმერთამდე ამაღლდეს სათნოებით და ქვესკნელამდე დამდაბლდეს უკეთურებით, ამპარტავნებით. ყველაფერი ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული.".
აქ პარალელია გავლებული გამსახურდიასა და ამპარტავან, კერპების მოყვარულ და საკუთარი თავის თავად გამკერპებელ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორთან.
არადა, ამ სტრიქონების ავტორმა, ბოლო 20 წელიწადში უზომოდ გაიკერპა თავად საკუთარი თავი და მრევლსაც უზომოდ გააკერპებინა თავი.
გარეშე პირთათვის და მომავალი თაობებისათვის გასაოგნებელია ის, რომ 1992 წ. როგორც საშობაო, ასევე სააღდგომო ეპისტოლეში, არანაირი წუხილი არაა გამოთქმული კანონიერი ხელისუფლების იარაღით დამხობის გამო. არანაირი კრიტიკა და შეგონება, არანაირი პროტესტი და გმობა, არაა გამოთქმული, პუტჩისტ-მეამბოხეების მისამართით, ხელისუფლების კრიმინალური ამბოხების გზით დამხობის გამო. არანაირი პროტესტი და წუხილი არაა გამოთქმული, 1992წ. იანვარ-თებერვალში, თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი მანიფესტაციებზე ათეულობით ადამიანის დახვრეტის გამო. არანაირი წუხილი და პროტესტი არაა გამოთქმული, პუტჩისტების მიერ, სამეგრელოს აწიოკებისა და ძარცვა-გლეჯვის გამო. საერთოდ პირ-სისხლიანი ჯალათების და უკანონო ფორმირებების არანაირი კრიტიკა, ამ დანაშაულებათა გამო. არანაირი სამძიმარი ქუჩაში უდანაშაულოდ დახვრეტილთა ჭირისუფლებს, არანაირი ნუგეში სამეგრელოს აწიოკებულ მოსახლეობას. შეფარვითაც და ვალის მოხდის მიზნითაც არ ქნა ეს ილია მეორემ. ან როგორ იზამდა ამას, როდესაც პუტჩისტების მხარდამჭერ მხარეს წარმოადგენდა. პუტჩიდან 10 წლის მერეც, 2001 წელსაც კი, ვერ ხვდებოდა პატრიარქი, რომ პუტჩი სრული ბოროტება იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯაბა იოსელიანის იუბილეზე არ იტყოდა ჯაბას სადიდებელ პანეგირიკებს და პუტჩის მხარდამჭერ სამარცხვინო სიტყვებს." "
წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
ნანახია: (728)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას