logo.png

Lela Chkhartishvili

 

"ადრე ჩემს ყმაწვილქალობაში ერთ ბიჭს ვიცნობდი (რა თქმა უნდა, ვინაობას არ გავამხელ)... როცა აფხაზეთის ომი დაიწყო, არ წავიდა... დედაჩემს ერთი ვაჟი ვყევარ (დაც ჰყავდა), გვარის გამგრძელებელიო.. ამ მოტივით.. ცისფერსისხლიანი გენის მატარებელი ნამდვილად არ გახლდათ, მაგრამ რაღაცნაირი გლეხური „ჟილკით“ ცდილობდა, შთამომავლობა ნებისმიერ ფასად ჰყოლოდა... ან იქნებ ეშინოდა კიდეც ომში წასვლის. მოკლედ.. მერე ჩააბარა სასულიერო აკადემიაში და მოინდომა მღვდლობა... თან მატერიალურ შეჭირვებას განიცდიდა... და სარფიან საქმეს ეძებდა... რატომაც არა? ვისზე ნაკლები იყო?... ანაფორის ამოცმით თან გადარჩებოდა მოსალოდნელ ომში წასვლას.. თან კიდევ გაჭირვებიდანაც იხსნიდა თავს..... უსწრაფესად თანაც... მოკლედ შორსმჭვრეტელურად გათვალა... დაიწყო საცოლის არჩევა.. რაც ცოტა არ იყოს, გაუჭირდა.... ახლა დიდი ალენ დელონი არ გახლდათ.. არც „კაი ტიპი“ იყო, დახვეწილი მანერებითაც არ გამოირჩეოდა... ფული, როგორც მოგახსენეთ, არ ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ ჰქონდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: „გლეხური ჟილკა“ ამ ცხოვრებაში ნებისმიერ ფასად დამკვიდრების, მორგების, გამრავლების.. გადარჩენის რაღაც მდაბიო, ველური ინსტიქტი... ერთი გოგო რომ უარს ეტყოდა ცოლობაზე, არ იყო გასული რამდენიმე საათი და უკვე მეორესთან მირბოდა იგივე ტექსტებით, სიყვარულის ახსნებით და ა. შ. (აბა რა ექნა, დროში იწვოდა... სწრაფი რეაგირების კულტურა დამხეცებული ჰქონდა ამ მიმართულებით)... მე საერთოდ არ მესმის, ეს სიტყვა: „მიყვარხარ“.. ასე ქარს როგორ უნდა გაატანოს ადამიანმა. ერთხელ ვკითხე.. კი მაგრამ რად გინდა ეს მღვდლობა... ადექი და რამე ხელობა ისწავლე, კაცი გამოხვალ-მეთქი... და იცით რა მიპასუხა?... ახლა ხომ არავინ მცემს პატივს.. ანაფორას რომ ჩავიცვამ, ყველა ფეხქვეშ გამეგებაო...

რატომ მოვყევი ახლა ეს? ამ ტრაგიკომიკურმა ამბავმა გენიალური ვაჟა-ფშაველა გამახსენა.. მოგეხსენებათ, ღარიბი გახლდათ და ის ერთი ჩოხაც, რაც ებადა, ვიღაცის მკვდარს ჩააცვა.. ხოდა ერთხელ ფეშენერებულ რესტორანში მისულა იმ თავისი განუყრელი ღარიბული სამოსით და არ შეუშვიათ...  გინდა თუ არა სმოკინგი უნდა გეცვასო.. წინააღმდეგ შემთხვევაში ვის დაჰკარგვიხარო.. წასულა ვაჟა და მართლაც გენიალურად მოუფიქრებია.. საიდანღაც დაუგირავებია სმოკინგი,, რესტორნის თანამშრომლებისთვის მიუტანია და უთქვამს: „ამას ელაპარაკეთო“..

p.s. გინდა სმოკინგი დავარქვათ და გინდაც ანაფორა... თუ თავად არ ხარ ადამიანი პატივსაცემი, შენი პიროვნებით.... სამოსელის წყალობით რომ აღგაზევებენ... და პატივისცემის ღირსად გაგხდიან... ეს როგორ უნდა შეიფერო ადამიანმა, ტვინში ნახევარი ნაოჭი თუ მაინც გაქვს?!"

წერს ლელა ჩხარტიშვილი.

ნანახია: (770)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას