logo.png

Archil Sharvashidze

 

"ქვეყანა დგას სრული კატასტროფის წინაშე! სიკვდილიანობის ზღვარი და პროპორცია დღითიდღე ირღვევა და გონივრულ საზღვრებს სცდება!

სიტუაცია იმდენად მძიმეა, ამ მომენტში დამნაშავის ძიებასაც ეკარგება აზრი!..

მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან დანაშაულებრივი და არასწორი მართვა-მენეჯმენტისა, ამ ჯოჯოხეთის ღიად დარჩენილი კარი, საუბედუროდ კვლავაც საპატრიარქოს ხელშია!

მხედრულ-ნუსხური ანბანი არ მეყოფა იმ გაცნობიერებული სიბოროტის გადმოსაცემად, რაც დღიდან პანდემიისა ამ ორგანიზაციამ იკადრა!

სასულიერო პირების 80%, მთელი ორი წლის განმავლობაში ჩართული იყო და პირდაპირ ხელს უწყობდა დანაშაულებრივ და ავდმყოფურ ანტივაქსერულ პროპაგანდას!

კათოლიკოს-პატრიარქის 2020 წლის პირველი ქადაგება იყო ისეთი, რომ მრევლს ფაქტიურად დააჯერა მისტიური გზებით პანდემიის დამარცხება!

რაც შეეხება მეორე ქადაგებას, მრევლის ნაწილმა (განსაკუთრებით პერიფერიებში) პირდაპირი გაგებით ფურთხით და ტალახით მკურნალობას მიჰყო ხელი!

პანდემიის პერიოდში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი ,,საკვირველი სინამდვილე", რისი ქვეტექსტიც, ასევე დანაშაულებრივი და ავადმყოფურია!

დღეს უკვე ეს სიგიჟე ოლიმპიურ კვარცხლბეკზე აიტანეს და სასულიერო პირების ნაწილმა, ექიმების ლანძღვაც კი დაიწყო!

ახლა ერთი წუთით წარმოიდგინეთ სად გვიწევს ცხოვრება და სად ტრიალებს ეს სიკვდილის კალო!

ცხოვრება გვიწევს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (80%-ზე მეტი) თავს თვლის მორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანად!

ამ უდიდესი უმრავლესობის დიდი ნაწილს, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ქრისტიანობის საფუძვლებზე და არის რელიგიურად გაუნათლებელი!

ამას ემატება ის, რომ ეს დიდი ნაწილი საპატრიარქოს ოცდაათწლიანი ქართულ-ტრადიციულ-მესიანისტური პროპაგანდის მსხვერპლია!

ასევე ამ დიდი ნაწილის ნახევარს, წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირს!

და ამ ხალხს - ამ მისტიურ-რელიგიურ უფსკრულში გადაჩეხილ ხალხს, რომლებიც შხაპის მიღების და კბილის გახეხვის სიხშირესაც კი მღვდელს უთანხმებენ, ორწლიანი პანდემიის პერიოდში, ავადმყოფური ანტივაქსერული პროპაგანდით უჭედავდნენ ტვინს!

#საქართველოსსაპატრიარქო თუ მაინცდამაინც კანოსას გზა არის საჭირო, ფეხშიშველი მოვალ და მოგიბოდიშებთ, ოღონდ თქვენ ამ ტყვედ ჩავარდნილ ხალხს, ის ჯადოსნური სიტყვა უთხარით!"

წერს არჩილ შარვაშიძე.

ნანახია: (558)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას