logo.png

Beka Mindiashvili

 

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკმაოდ ცნობილმა და მრევლში პოპულარულმა მღვდელმა, ბასილ ახველდიანმა გაცნობიერებულად გამოაცხაადა ილია შიოლაშვილი ღმერთად. ეს არის ქრისტიანული სწავლების ყველაზე უფრო უხეში დამახინჯება, 10 უმთავრესი მცნებიდან პირველი სამის ერთბაშად დარღვევა, გმობა ღმრთისა, ყოვლადწმიდა სამებისა, მკრეხელობის ყველაზე მძიმე ფორმა. ღმრთის ამ აშკარა გმობას საპატრიარქოს მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოყვა. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ პატრიარქის გაკერპება არის იმ ახალი მოძღვრების საფუძველთა საფუძველი, რაც ილია შიოლაშვილმა მართლმადიდებლობის საფარქვეშ დაამკვიდრა საქართველოში. თავად ილია მეორემ არაერთხელ გაუტოლა თავი იესო ქრისტეს: საკუთარ მოღვაწეობაზე მან არაერთხელ თქვა, რომ "მზიანი ღამეა," რაც საეკლესიო ტრადიცით და თეოლოგიური შინაარსით მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს მეტაფორად შეიძლება იყოს გამოყენებული და რისი საკუთარ თავზე თქმის უფლება არ აქვს მორწმუნეს, მით უფრო - პატრიარქს. გარდა ამისა, დიდი ხანია, გავრცელებული პრაქტიკაა ილია მეორის ხატებსა და ფრესკებზე გამოსახვა, წმინდანების გვერდით, იგი ასეთივე პატივით მოიხსნიება ლიტურგიაში, - რაც ასევე უმძიმესი მკრეხელობაა, მისდამი ლოცვებისა და საგალობლების მიძღვნა კი ჩვეულებრივ ამბად არის ქცეული. ორი წლის წინ მთელმა სინოდმა ილია მეორე, არც მეტი, არც ნაკლები, ბოლო ჟამის მოციქულად აღიარა, რაც ამ ახალი რელიგიის ფაქტობრივი დადასტურება იყო. სხვას თავი რომ დავანებოთ, ეს ყველაფერი ერთად არის საზარელი უსჯულოება, ყველაზე უფრო მძიმე ცოდვებით - რელიგიური ამპარტავნებით, გმობით, მკრეხელობით, კერპთაყვანისცემით კოლექტიური დაცემის ყველაზე მძიმე აქტი. საეკლესიო სწავლების თანახმად, სწორედ ამ ცოდვის შედეგად შემოვიდა სამყაროში ბოროტება, დაეცა სინათლის ანგელოზი და ანგელოზთა დასები, სწორედ ამ ცოდვაში ჩაკირვა, მისი დაკანონება, ამ ცოდვის საფუძველზე ეშმაკისა თუ ადამიანის კერპის აღმართვა არის ის, რასაც საეკლესიო გამოცდილება სატანიზმს უწოდებს"

წერს ბექა მინდიაშვილი.

ნანახია: (556)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას