გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მისი იდენტიფიცირება კი ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედრის გადმოსვენების შემდეგ, დნმ-ის ანალიზით მოხდა.
დიდება გმირებს!
18 აგვისტოს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. აგვისტოს ომის გმირი დღეს 37 წლის გახდებოდა.
რუსმა სამხედროებმა ანწუხელიძე 13 წლის წინ, 2008 წლის 9 აგვისტოს, ცხინვალში, ძმათა სასაფლაოზე, წამებით და ცემით მოკლეს. უმცროსი სერჟანტი, რომელიც რუსეთს ტყვედ სწორედ 2008 წლის 9 აგვისტოს ჩაუვარდა, წამების შემდეგ ცხინვალში, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.
ოკუპანტებმა, წამების დროს, ტელეფონით ვიდეო გადაიღეს, სადაც ჩანს, როგორ შედგენენ ფეხებით ზურგზე უმცროს სერჟანტს და როგორ მოსთხოვეს დამამცირებლად მიწაზე კოცნა. უმძიმესი კადრები 2009 წლის იანვარში გავრცელდა.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მისი იდენტიფიცირება კი ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედრის გადმოსვენების შემდეგ, დნმ-ის ანალიზით მოხდა.
დიდება გმირებს!
ნანახია: (729)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას