logo.png

George Tiginashvili

 

"სტატისტიკის მიხედვით (ის რაც აღნუსხულია) ანექსიიდან დაწყებული - საბჭოთა პერიოდით გაგრძელებულ მონაკვეთში დაიხურა 1305 ეკლესია, რეპრესირებულჰყვეს 3407 მღვდელი (მათშორის ჩემი წინაპარი სასულიერო პირები - გაჩეჩილაძეები), მოახდინეს დარჩენილი ტაძრებისა და ეკლესია-მონასტრების არქიტექტურული და პროფილური სახეცვლილება და სრული რუსიფიკაცია. ეს იყო ექსპანსიის ყველაზე უფრო ცინიკური ფორმა. ჩემთვის, როგორც ფშაველი კაცისთვის, ყველაზე მტკივნეული, გულსაკლავი და ამავე დროს საამაყო თარიღია 1804 წლის მთიულეთის აჯანყება, როცა ცარიზმის მოხელეთა თავგასულობა და ოჯახების შეურაცხყოფა არ მოითმინეს ღირსეულმა ვაჟკაცებმა და მტარვალი რუსები, რომელნიც ორსულ ქალებსაც კი აუპატიურებდნენ, საშოში ძაბრს თხრიდნენ და შიგნით ღვინოს ასხამდნენ (მომიტევეთ და პირდაპირ ასე წერს ისტორიკოსი სარგიზ კაკაბაძე) თითქმის პირწმინდად გაანადგურეს, რომ არა ჩვეული ღალატი და კოლაბორაცია!

დღეს, როდესაც ცივილიზაციათა გზაგასაყარზე ვიმყოფებით, ჯერ კიდევ ფორმირებისა და ჩამოყალიბების პროცესს გავდივართ და უბადრუკად, მაგრამ მაინც სუვერენულ სახელმწიფოს წარმოვადგენთ, როგორ შეიძლება ახალმა თაობამ მაინც, ვისაც 9 აპრილი გვახსოვს, 90-იანი წლების ომები სამაჩაბლო-აფხაზეთში, სადაც ისევ უბოროტესმა იმპერიამ თაობები გაგვიწყვიტა და წელში გადაგვტეხა, ამასთან, თავს მოგვახვია "ქურდული" მენტალიტეტის სატანიზმი და კომუნიზმი, სწორედ ამ ფონზე, რამდენად მართებულია, რომ "დილემის" განცდა გვქონდეს და არჩევანს ისევ იმ სასტიკი და დაუნდობელი ძერჟავნიკების სასარგებლოდ ვაკეთებდეთ?! ჩვენი პატარა ქვეყნის 22% ოკუპირებული აქვს ქვეყანას, რომელსაც 17,2 მილიონი კვ.კმ. აქვს ტერიტორიისა!

პრობლემას ის ამძაფრებს, რომ ადგილზე კრემლს მოკავშირედ ჰყავს საქართველოს საპატრიარქო, სადაც არაფერი გაეგებათ ეკლესიოლოგიისა და თეოლოგიის, ზნეობისა და ადამიანობის, პატრიოტიზმისა თუ მამულიშვილობის და მხოლოოდენ შირმად და ალიბად იყენებენ "ერთმორწმუნეობის" საბედისწერო ნარატივს. არადა ეკლესია თავისი არსით წმინდა და უცდომელია, მაგრამ საქართველოს რეალობაში მისი მენეჯმენტი და ადმინისტრაცია რენეგატებით სავსე მოღალატე კარიერისტთა კასტაა, სადაც სულიწმინდა დახლზე დევს და მადლი ვაჭრობის საგნად გამხდარა.

კლერიკალიზმით დაავადებულმა საპატრიარქომ ჰიბრიდული ომი გამოუცხადა მრევლის ჯანსაღ, თავისუფალ, განათლებულ, არაიდეოლოგიზებულ და წესიერ ფენას და "ბრძენი პუტინის" მართლმადიდებლური ცეზაროპაპიზმი შემოგვაჩეჩა, თანაც ზნეობის ეგიდით (დემონური ირონია)!

ამიტომ, ფხიზლად, პრინციპულად და მკაცრად უნდა ვუთხრათ უარი იმ კოლონიალიზმსა და დიდმპყრობელობას, რომელსაც მისსავე ერში გაბრწყინებული კლასიკოსი - თ.დოსტოევსკი ასე ამხელდა: "რუსს ქრისტიანობასთან ერთადერთი კავშირი აქვს, პირჯვრის გადაწერა, სანამ ნაჯახით თავს გაგიპობს"! რას ვიზამთ, არანაირი ქსენოფობია ან რუსოფობია, უბრალოდ ეს სტატისტიკური ფაქტი და გამოცდილებაა, მითუფრო ჩვენთვის.

ამდენად, ვიყოთ ობიექტურნი და ვაღიაროთ: სერიოზული გამოწვევის წინაშე ვართ, თუმცა ახალგაზრდებს შეგვიძლია კლიმატის შეცვლა და საბოლოო უარის თქმა ჩრდილოეთის მდგენელზე!..

#არარუსეთს! #რუსეთიმტერია!"

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (810)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას