logo.png

George Tiginashvili

 

"რუსეთი ძლევის მანიით შეპყრობილი იმპერიაა, რომელსაც ორგანული და ინსტინქტური სწრაფვა აქვს დამპყრობლური ქმედებებისკენ. რთული გამოწვევაა იყო მისი მეზობელი, მით უფრო ღარიბი, მცირერიცხოვანი და ისტორიულად მდიდარი წარსულის მქონე ერისთვის, რომელსაც გავეშებული იმპერია არ პატიობს იმ კულტურულ უპირატესობას, რომლითაც ის ("დიადი რუსეთი") იჩრდილება.

ძერჟავნიკული პოლიტიკა, კოლონიალიზმი, ასიმილაცია, ექსპანსია, აგრესია და ოკუპაცია - აი ის მოცემულობა, რაც რუსეთმა შეგვამთხვია! სადღეისოდ იგი ერთმნიშვნელოვანი მტერია! მომავალში კი ვინ იცის, (ჰიპოთეტურად) შესაძლოა დადგეს დრო და იქაც რაღაც ტრანსფორმაცია მოხდეს ისტაბლიშმენტში, ბოდიშიც მოგვიხადონ და ტერიტორიებიც დაგვიბრუნონ, მაგრამ ახლა მათთან პირისპირ მარტო დარჩენა მოლაპარკების მაგიდასთან, ძლიერი პარტნიორების გარეშე დამღუპველია.

მახსოვს 8 აგვისტოც, იქამდე 9 აპრილიც და სახელმწიფო გადატრიალებაც, რომელიც კრემლის ინსპირირებული იყო!..

ა.გ. ახალ თაობას რაციონალური დასკვნების გამოტანა და პრაგმატული გადაწყვეტილების მიღება გვმართებს: ვირჩევთ განვითარებულ, პროგრესულ და უსაფრთხო დასავლეთს თუ ვირჩევთ მოჯადოებულ წარსულს, ყირგიზეთ-უზბეკეთ-ტაჯიკეთ-მონღოლეთის დონის მოკავშირეობას ჩრდილოეთთან, ქურდულ გაგებას, უკიდურეს მემარცხენეობასა და ტოტალიტარიზმს?

ამრიგად, მიზანი და ამოცანა უმარტივესია! თავისუფლება, დემოკრატია, დაცულობა, განათლება, ღირსება - ეს არის ახალი თაობის მისწრაფება, რაც რუსეთთან ერთად მიუღწეველი ფენომენია! ამას მოსკოვშიც ღიად აღიარებენ...

P.S. დღეს 8 აგვისტოა... დიდება ბრძოლის ველზე მომწყდართა ნათელ სულებს!

ქრისტემ დალოცოს საქართველო, ყოველი მოქალაქე და მომავალი ჩვენი. ამინ."


წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (585)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას