logo.png

ბექა ჭიჭინაძე

"საქართველოს ეკლესიის ახლანდელი მდგომარეობა ჰგავს მე-13-საუკუნის ქართული ეკლესიის მდგომარეობას.

მე-13-საუკუნეში საქართველოს ეკლესიაში ძალიან უცნაური მოვლენები ვითარდება, საზოგადოების ფართო ფენებისთვის სამღვდელოება მიუღებელი გახდა, მიზეზი იყო ეკლესიის გაზრდილი მადა ქონებაზე, როგორც ამ ეპოქის წყაროებიდან ირკვევა, მრევლი ტაძრებში სიარულზე უარს ამბობდა და სამღვდელოებას დაცინვით უყურებდა.

მცხეთის 1262-წლის კრების მამები ჩივიან: ,,არღარავისაგან გვაქვს პატივი, არც სჯულსა და არც ებისკოპოსთა, არც მონაზონთა, არც ხუცესთა, არც მღვდელთა, არც მიჰრონსა, არც ქორეპისკოპოსთა, ყველაი ყველასა უპატიოდ, შეურაცხად, გინებით და ბასრობით ვჰყავთ”.

იგივე სურათი ჩანს ეპიფანე კათალიკოსის დაწერილიდანაც, რომელიც ცოტა ადრეულ ვითარებას აღწერს, როდესაც მრევლმა სამღვდელოების სიხარბის და ავაზაკობის გამო ტაძარში სიარული მიატოვა.

გამძვინვარებული სამღვდელოება იქამდეც კი მიდიოდა, რომ მცხეთის აღნიშნული კრების მამები იმუქრებიან:

,,არცა მიჰრონსა გავხსნით, საქართველოს ეკლესიათა დავბეჭდავთ, ხუცესთა დავაყენებთ წირვისა და ნათლვისა და სამკუდროთა ზიარებისაგან”.

მომაკვდავთა ზიარებასაც კი შევწყვეტთო ! ეკლესიებს ჩავკეტავთო...

ხალხში რწმენის გაქრობის მიზეზი სამღვდელოების სიხარბე, უზნეობა და ავაზაკობა იყო, დღეს ამ მხრივ ემბლემური ფიგურა მეუფე იაკობია, მაშინ კი ბასილი ჭყონდიდელ-უჯარმელი იყო. რომელმაც ,,ჩოხანიცა აღიხადა და მთავრობა მიიტაცა", ანუ ანაფორა გაიხადა და ხელისუფლება მიიტაცა, ბოლოს მან მეფის ცოლთანაც გაბედა კურკური...

სიხარბე და ხელისუფლების მიტაცება იყო ის, რამაც გაანელა მრევლის მოწიწება სამღვდელოებისადმი, იგივე ხდება, ნელი ტემპით, მაგრამ გარდაუვლად, ახლაც."

წერს მკვლევარი ბექა ჭიჭინაძე.

 

ნანახია: (517)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას